საერთაშორისო დასახელება:

CHOLINE SAICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: Pharmaceytical Company JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ხოლინის სალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტომატოლოგიური ჟელე: ალუმინის ტუბში 10 გ

1 გ

ხოლინის სალიცილატი ..............  87.10 მგ

ცეტალკონიუმის ქლორიდი   .......  0.10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჰიდროქსიეთილცელულოზა,   მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქისბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390.00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიურ და ადგილობრივ სადეზინფექციო მოქმედებას.

პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება - ქოლინის სალიცილატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და სუსტ ანალგეზიურ ეფექტს.

ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ მადეზინფიცირებელ მოქმედებას. გამოყენების შემდეგ ჟელე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ნარჩუნდება რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები;
  • გინგივიტი;
  • პაროდონტის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

მცირე რაოდენობით ჟელე დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღე-ღამეში 2-3-ჯერ. ჟელეს წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სალიცილის მჟავას წარმოებულები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვევით.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე:

პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე ჟელეს დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა, ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით არ არსებობს რაიმე ურთიერთქმედების წარმოქმნის რისკი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია