საერთაშორისო დასახელება:

FOLIA HEDERAE HELICIS

მწარმოებელი: KREWEL MEUSELLBACH, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 50 მლ.

1 მლ (30 წვეთი)

სუროს ფოთლების თხიერი ექსტრაქტი შაქრის და სპირტის გარეშე ........ 0.1 გ (1:1)

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი არომატული ნივთიერება.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
  • შემაწუხებელი “ღამის” ხველა.

მიღების წესი და დოზირება:

ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში;

ასაკი

ერთჯერადი დოზა

დღიური დოზა

მოზრდილები და 10-16 წლის  ასაკის ბავშვები

30-40 წვეთი

90-120 წვეთი

4-10 წლის ასაკის ბავშვები

20 წვეთი

60 წვეთი

1-4 წლის ასაკის ბავშვები

15 წვეთი

45 წვეთი

0-1 წლის ასაკის ბავშვები

10 წვეთი

30 წვეთი

ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე.

ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატის განზავება ხდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად.

გამოყენების ხანგრძლივობა:

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და სიძიმეზე.

მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:

ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს სპირტს და შაქარს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას.

♦ დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

♦ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტს, შესაძლებელია მისი შემღვრევა, ან გემოს მცირედ შეცვლა. აღნიშნულის მიუხედავად პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ მცირდება.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 5-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია