ფორმა, შეფუთვა: მუყაოს შეფუთვაში დევს 6 კაფსულა. 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ აქტიურ ნივთიერებას.

ან მუყოს შეფუთვაში დევს 3 კაფსულა. 1 კაფსულა შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას.

შემადგენლობა: აზითრომიცინი  (Azithromycin)

მწარმოებელი: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აზიმაკი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით ხვდება ანთებით კერაში  და მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზიმაკი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი) ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას, ტოქსოპლაზმოზის გამომწვევის და სხვათა მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა: აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მჟავე არეში მგრდობის უნარისა და ლიპოფილური თვისებების გამო. პრეპარატის 500 მგ-ის დოზით მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0.4 მგ/ლ, ამასთან მისი კონცენტრაცია უჯრედებსა და ქსოვილებში 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კი ჯანმრთელ ქსოვილთან შედარებით კონცენტრაცია 24-34%-ით მეტია და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება ბოლო დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენება: აზიმაკი ინიშნება მისდამი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. მაგალითად როგორიცაა:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
  • ქუნთრუშა;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთტირი და/ან ცერვიციტი);
  • ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
  • Helicobacter pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი აზიმაკი მიიღება დღეში ერთხელ, აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.

მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს აზიმაკი ინიშნება ასე:

I დღეს - 500 მგ ერთხელ დღეში;

II - V- დღეს 250-250 მგ/დღეში; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს).

უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება  ერთჯერადად 1 გ აზიმაკი.

ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ   ინიშნება:

I დღეს - 1 გ ერთჯერადად,

II-V დღეს - ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ.-ს).

ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება მასის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი მასის მქონე ბავშვებში ინიშნება I დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე - 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 3 მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპაგასტრიუმში, მეტეროიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა თუ პაციენტს აქვს მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: აზიმაკი და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას  მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალი უნდა იქნას დაცული.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების  დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

ზედოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვლინდება ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და სმენის დროებითი დაკარგვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ აღინიშნება აზიმაკისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: აზიმაკი უნდა იქნას შენახული ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილს 10-250C ტემპერატურაზე. იგი ვარგისიანი 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია