გამოშვების ფორმა: № 90 ტაბლეტი
შემადგენლობა:
ასკორბინის მჟავა ................................................. 100მგ
რკინა გლიცინის ამინომჟავის ხელატის სახით ......... 29მგ
ფოლიუმის მჟავა ................................................. 400მკგ
ვიტამინი B6 ...................................................... 20მგ
ვიტამინი B12 ...................................................... 50მკგ
სპილენძი ............................................................ 2მგ
ჩვენება:
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- რკინის ფარული დეფიციტი;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ჰიპო– და ავიტამინოზი;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
უპირატესობები:
ჰემოფერექსში შემავალი რკინის ამინომჟავის ხელატში, რკინა დაცულია ორგანული კომპლექსით, რომელიც იცავს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს არაორგანული რკინის იონის უშუალო ზემოქმედებისაგან.
ჰემოფერექსს ამიტომ ნაკლებად ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა ან ფაღარათი.
ჰემოფერექსი წარმოადგენს რკინის გლიცინის უნიკალურ პატენტირებულ ფორმას, რომელიც ებმის წვრილი ნაწლავის ლორწოვნ გარსს, სადაც რჩება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ არ იქნება ორგანიზმის მიერ მოთხოვნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უვნებლად განიცდის პასაჟს ნაწლავებში და გამოიყოფა ორგანიზმიდან. აქედან გამომდინარე ჰემოფერექსი 5–10–ჯერ ნაკლებ ტოქსიურია, ვიდრე რკინის შემცველი სხვა ფორმები.
მიღება და დოზირება:
1–2 ტაბლეტი დღეში; შესაძლოა ხანგრძლივი გამოყენება.