საერთაშორისო დასახელება:
FERROUS CHLORIDE
მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: რკინის ქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანემიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი-წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 10 მლ ან 30 მლ საწვეთურით.
1 მლ
რკინის ქლორიდი ............ 157 მგ,
მათ შორის რკინა (II) .......... 44 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი 70%, გლუკოზა, კაკაოს არომატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტისა და ქსოვილთა სუნთქვის პროცესებში.
ჩვენებები:
- პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- რკინადეფიციტური ანემია;
- რკინის ლატენტური დეფიციტი;
- პოსტჰემორაგიული ანემია;
- ორსულთა ანემია.
- რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა დღენაკლულებში. ტყუპებში.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება კვებათა შორის წყალთან ან წვენთან ერთად.
დღენაკლულ ბავშვებში: დღიური დოზა შეადგენს 1.5-3 მგ რკინას 1 კგ წონაზე 3-5 თვის განმავლობაში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 9-19 წვეთი 1-2-ჯერ დღეში.
1-12 წლის ასაკის ბავშვებში: 28 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 55 წვეთი 1-2-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ წონაზე დღეში, ხოლო მოზრდილებში - 180-200 მგ-ს დღეში.
პროფილაქტიკური დოზა თერაპიული დოზის 1/2-1/3-ია. მკურნალობის კურსი არანაკლები 2 თვეა.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა განვითარდეს: უმადობა, გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* ჰემოსიდეროზი;
არარკინადეფიციტით გამოწვეული ანემია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის ანთება;
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატით მკურნალობის პროცესში განავალი მუქი ფერისაა.
◄ გლუკოზის შემცველის გამო პრეპარატი არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
◄ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილს.