მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება;

(ჰეპატოპროტექტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ბაყაყურას (Silybum marianum) მშრალი ექსტრაქტი ...............    140 მგ

ქრისტესისხლას (Chelidonium majus) მშრალი ექსტრაქტი .......   100 მგ

ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალი ექსტრაქტი ............    25 მგ

ლეციტინი (Lecithin) .........................................................    40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰეპატო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედების ჰეპატოპროტექტორი, რომელიც ახდენს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაციას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.

ჰეპატო-რიცის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება:

ფლავონოიდი სილიბინინი, რომელსაც შეიცავს ბაყაყურას ექსტრაქტი, ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. ღვიძლის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების დროს ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების შეღწევას; იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან. ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას.

ალკალოიდი ხელიდონინი, რომელიც წარმოადგენს ქრისტესისხლას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედებით. თავისუფალი რადიკალების მიერთებით ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; ხელს უწყობს ჰეპატოციტების აღდგენის პროცესს.

ყვითელი კოჭას აქტიური ნივთიერება კურკუმინი - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა; ამცირებს ღვიძლის ინტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და ნაღვლის გამოყოფას. აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ. ლეციტინი წარმოადგენს შეუცვლელი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ღვიძლის უჯრედების მემბრანების რეგენერაციის, ბიოლოგიური სტრუქტურის სტაბილიზაციისა და წარმოქმნისათვის. ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებისას ლეციტინი ამცირებს ლიმფოციტების ციტოტოქსიკურ მოქმედებას და ჰეპატოტოციტების ნეკროზს; არეგულირებს ცილებისა და ცხიმების ცვლას, იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, აღადგენს ლიმფოციტების და მაკროფაგების დამცველობით ფუნქციას.

ჩვენებები:

პროფილაქტიკური, დამცავი და სამკურნალო საშუალება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს:

  • ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტი (არაკალკულოზური), ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიკური დაზიანებები;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;
  • ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ.

მიღების წესი და დოზირება:

პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ინიშნება ჰეპატო-რიცის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადების დროს - 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ მკურნალობა გრძელდება თერაპიული დოზით (1 კაფსულა 3-ჯერ დღეში) 1-3 თვის განმავლობაში.

მკურნალობის კურსი მეორდება 1-3 თვის ინტერვალით. კაფსულები მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება სიყვითლის და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების ნიშნები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია