საერთაშორისო დასახელება:
LACTULOSE
მწარმოებელი: ბიოფარმა.,თურქეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
საფაღარათო საშუალებები; ოსმოსური თვისებების მქონე
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100მლ სიროფი ფლ
250მლ სიროფი ფლ
თითოეული დოზირებული ჭიქა (15 მლ) შეიცავს:
10გ (667 მგ/მლ) ლაქტულოზას, 2.2გ-მდე გალაქტოზას, 1.2 გ-მდე ლაქტოზას, 1.2 გ-მდე სხვა შაქრებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტულოზა ნახევრად სინთეზური დისაქარიდია, რომელიც შედგება გალაქტოზას 1 მოლეკულისა და ფრუქტოზას 1 მოლეკულისაგან. მიღების შემდეგ უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავში, ვინაიდან წვრილ ნაწლავში ლაქტულოზას დამშლელი ენზიმები არ მოიპოვება.
ლაქტულოზას დაშლის შედეგად მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება ალიფატური რიგის მოკლეჯაჭვიანი კარბონმჟავები, რომლებიც ამცირებენ pH -ის დონეს ნაწლავში და ზრდიან ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას.
ლაქტულოზა ამცირებს თავისუფალი ამიაკის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნას, ხელს უწყობს მათ უტილიზაციას, ასევე ორგანიზმიდან სწრაფად გამოსვლას. ამგვარად, ლაქტულოზა საკუთარ თავზე იღებს ღვიძლის სამუშაოს ნაწილს ტოქსიკურ ნივთიერებების უტილიზაციის დარგში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის დაავადებების დროს, როდესაც იგი ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის შედეგადაც ტოქსიკური ნივთიერებები ხვდებიან რა სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, აღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერში და იწვევენ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარებას.
ლაქტულოზა აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მოკროფლორას. ლაქტულოზა ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, იწვევს ქიმუსის გათხიერებას და მისი მოცულობის გაზრდას. საფაღარათო ეფექტი 1-3 დღის განმავლობაში ვლინდება. გარდა ამისა, ლაქტულოზას განავალთან ერთად გამოაქვს ნაღვლის მჟავები, რის შედეგადაც მცირდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლსა და ნაღველში. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის ინჰიბირების უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას (მოხსნის სინდრომი არ გააჩნია).
ჩვენებები:
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (მ.შ. ღვიძლის პრეკომისა და კომის) მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად ანტიბიოტიკოთერაპიის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
- ახალშობილებსა და ძუძუს ასაკის ბავშვებში ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებისა და აღდგენისთვის (საკეისრო კვეთა, ხელოვნური კვება), დისბაქტერიოზის განვითარების პრევენციისათვის ინფიცირებული რძით კვებისას;
- ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
- ჰიპერქოლესტერინემია;
- ქრონიკული ყაბზობა (როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში);
- ყაბზობა ორსულებში (II ტრიმესტრის შემდეგ);
- სალმონელამტარებლობა;
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.
მიღების წესები და დოზები:
ჰეპატოლაკი ღვიძლის ქრონიკული ენცეფალოპათიის დროს:
შიგნით |
30-45მლ (2-3 დოზირებული ჭიქა ) |
3-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ |
ჰეპატოლაკი ღვიძლის პრეკომის ან კომის დროს:
|
საწყისი დოზა |
შეყვანის ჯერადობა |
შემანარჩუნებელი დოზა |
შიგნით |
30-45 მლ (2-3 დოზირებული ჭიქა) |
ყოველ 1-2 საათში |
|
რექტალურად |
ოყნების სახით 300მლ ჰეპატოლაკი |
3-4-ჯერ დღეში |
შიგნით 30-45 მლ 2-ჯერ დღეში |
გასტრალური ზონდით |
60-100 მლ სუფთა სახით ან წყალთან ნარევში |
3-4-ჯერ დღეში |
|
ყველა შემთხვევაში ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებისას პრეპარატი ინიშნება შიგნით, შემანარჩუნებელი დოზებით.
მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა 6-8 კვირას შეადგენს.
ყაბზობების მკურნალობისას:
ჰეპატოლაკი მიიღება დღეში ერთხელ ჭამის დროს წყალთან, რძესთან ან ხილის წვენთან ერთად შემდეგი დოზებით:
ასაკი |
საწყისი დოზა |
შემანარჩუნებელი დოზა |
მოზრდილები |
15-45 მლ (1-3 დოზ. ჭიქა) |
10-25 მლ (2/3–1 1/2 დოზ. ჭიქა) |
დოზის კორექცია იმ შემთხვევაში ტარდება, თუ პრეპარატის მიღების 2 დღის განმავლობაში ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნა.
გვერდითი მოვლენები:
ძირითადად მკურნალობის პირველ დღეებში და დიდი დოზებისას შეიძლება გამოვლინდეს: შებერილობა, მეტეორიზმი, ბოყინი, სპაზმები, მუცლის ტკივილი. ძალიან იშვიათად აღინიშნება ღებინება და გულისრევა. ეს გვერდითი ეფექტები შექცევადია და დოზის შემცირების შემთხვევაში ქრება.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენება:
* გასტროინტესტინალური ობსტრუქციები, მდგომარეობები, რომელთა დროსაც გალაქტოზას მიღება უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
1. ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
2. მონაცემები ლაქტულოზას დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს, მაგრამ ვინაიდან ბევრი პრეპარატი აღწევს დედის რძეში, პრეპარატი მეძუძურ დედებში ინიშნება სიფრთხილით.
3. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შაქარი არ შედის, ჰეპატოლაკი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
4. თითოეული ავადმყოფისათვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
5. ანტაციდებთან ერთად მიღებისას პრეპარატის მოქმედება სუსტდება.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. სავარუდოა, რომ ჭარბი დოზისას შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა და ნაწლავის სპაზმი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მოხდეს ავადმყოფის მდგომარეობაზე დაკვირვება. წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა აღდგეს. თუ მკურნალობისას დიარეა გამოვლინდა, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს. თუ დიარეა არ შეწყდა, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ლაქტულოზას თერაპიული ეფექტის დაქვეითება.
ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას ლაქტულაზას მოქმედება სუსტდება, ვინაიდან ისინი pH -ის შემცირებას ეწინააღმდეგებიან.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება შუფუთვაში არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით.