საერთაშორისო დასახელება:

TRASTUZUMAB

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ტრასტუზუმაბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, სარძევე ჯირკვლის HER2-დადებითი სიმსივნის სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 ც.

გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ტრასტუზუმაბი ........ 440 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტრასტუზუმაბი არის დნმ წარმოებული ჰუმანიზირებული ანტისხეული, რომელიც სლექტიურად ურთიერთქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი 2-ის (HER2) უჯრედგარე დომენთან. ანტისხეული მიეკუთვნება  IგG 1 კლასს, რომელიც შეიცავს ადამიანის ჩარჩო რეგიონებს და  ანტი-P185 HER2 ანტისხეულების კომპლემნტარულ-განმსაზღვრელ უბნებს, რომლებიც უკავშირდებიან HER2-ს.პროტოონკოგენი  HER2 (ან  c-erB2) კოდირებას უკეთებს ერთეულ ტრანსმემბრანულ გადამტანს, რეცეპტორისმაგვარ ცილას მასით 185 kDa,რომელიც სტრუქტურულად ახლოსაა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორთან. HER2 ჰიპერექსპრესია აღინიშნება ძუძუს პირველადი კიბოს შემთხვევათა 25-30%-ში, რასაც თან ახლავს  HER2 ცილის ექსპრესიის მომატება სიმსივნის უჯრედების ზედაპირზე, რის შედეგად ადგილი აქვს HER2 რეცეპტორის კონსტიტუციონალურ აქტივაციას.

ძუძუს HER2  ჰიპერექსპრესირებადი მეტასტაზირებადი კიბოს მქონე პაციენტებში ჰერცეპტინით მონოთერაპიას მეორე და მესამე რიგის თერაპიის სახით  თან ახლავს რემისიის ჯამური სიხშირე 15% და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13 თვე.

ჰერცეპტინის გამოყენება ანტრაციკლინთან და ციკლოფოსფამიდთან ან პაკლიტაქსელთან კომბინაციაში პირველი რიგის თერაპიის სახით ძუძუს HER2  ჰიპერექსპრესირებადი მეტასტაზირებადი კიბოს მქონე ქალებში სარწმუნოდ აუმჯობესებს დროს დაავადების პროგრესირებამდე მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. ავადმყოფებში, რომლებიც ანტრაციკლინ შემცველ რეჟიმებს ღებულობდნენ დრო დაავადების პროგრესირებამდე იზრდება 1.7 თვით (6.1-დან 7.8 თვემდე), ხოლო პაკლიტაქსელით ნამკურნალებ პაციენტებში – 3.9 თვით (3.0-დან 3.9 თვემდე). ჰერცეპტინის დანიშვნა აგრეთვე აუმჯობესებს პასუხს სიმსივნის მხრიდან და სიცოცხლის 1-წლიან ხანგრძლივობას მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. ანტისხეულები ტრასტუზუმაბის მიმართ გამოვლინდა 1 პაციენტში, ამასთან ალერგიის მოვლენები ამ პაციენტში არ აღნიშნულა.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ძუძუს მეასტაზირებადი კიბოთი ავადმყოფებში. პრეპარატის შეყვანისას ხანმოკლე ინფუზიების სახით დოზებში 10, 50, 100, 250 და 500 მგ კვირაში ერთხელ მისი ფარმაკოკინეტიკა დოზაზე დამოკიდებული იყო.

დოზის გაზრდისას იზრდებოდა ნახევრადგამოყოფის პერიოდი, ხოლო პრეპარატის კლირენსი კლებულობდა. კლინიკურ კვლევებში ტრასტუზუმაბის დატვირთვითი დოზის (4 მგ/კგ) და ყოველკვირეული შემანარჩუნებელი დოზის (2 მგ/კგ) შეყვანის შემდეგ ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 5.8 დღის ტოლი იყო (დიაპაზონი 1-32 დღე).

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში: ასაკი არ ახდენს ზეგავლენას ტრასტუზუმაბის განაწილებაზე.

თერაპიული ჩვენებები

ძუძუს მეტასტაზური კიბო:

ნაჩვენებია ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნის HER2 ჰიპერექსპრესია:

ა) მონოთერაპიის სახით, თუ პაციენტს დაავადების  მეტასტაზური  სტადიის გამო უკვე მიღებული ჰქონდა ქიმიოთერაპიის ერთი ან მეტი სქემა.

ბ) პაკლიტაქსელთან კომბინაციაში, თუ პაციენტს ჯერ არ მიუღია მკურნალობა დაავადების მეტასტაზური სტადიის გამო

გ) დოსეტაქსელთან კომბინაციაში, თუ პაციენტს ჯერ არ მიუღია ქიმიოთერაპია დაავადების მეტასტაზური სტადიის გამო

დ) არომატაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ჰორმონ-რეცეპტორ-პოზიტიურ პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლების მანამდე არ იყვნენ ნამკურნალები ძუძუს მეტასტაზური კიბოს გამო.

ადრეული ძუძუს კიბო:

ჰერცეპტინი ნაჩვენებია HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიებზე ქირურგიული ჩარევის, ქიმიოთერაპიის (ადიუვანტური თუ ნეო-ადიუვანტური) ან რადიოთერაპიის შემდეგ.

გამოყენების მეთოდები

ძუძუს მეტასტაზური კიბო:

დოზირების ოველკვირეული რეჟიმი:

საწყისი  დოზა: 4 მგ/კგ 90-წუთიანი ინფუზიის სახით. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ ცხელების, შემცივნების ან სხვა ინფუზიური რეაქციების გამოვლენის თაობაზე მინიმუმ 6 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების კუპირება შესაძლებელია ინფუზიის შეჩერებით.

სიმპტომების კუპირების შემდეგ შესაძლოა ინფუზიის განახლება.

შემანარჩუნებელი დოზა: 2 მგ/კგ კვირაში ერთხელ. თუ წინამორბედი დოზა კარგად ასატანი იყო, მაშინ მომდევნო დოზების შეყვანა შესაძლებელია 30-წუთიანი ინფუზიების სახით.

პაკლიტაქსელთან ან დოსეტაქსელთან კომბინაცია: პილოტურ კვლევებში პაკლიტაქსელი ან დოსეტაქსელი ინიშნებოდა ჰერსეპტინის საწყისი დოზის გადასხმის შემდეგ დღეს. თუ ჰერსეპტინის წინა გადასხმა იყო კარგად ასატანი, ტაქსანების გადასხმა შესაძლებელია ჰერსეპტინის გადასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ.

კომბინაცია არომატაზას ინჰიბიტორებთან: არ არსებობს რაიმე შეზღუდვა ჰერსეპტინისა და არომატას ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით.

დოზირების 3-კვირიანი რეჟიმი:გადასხმის 3-კვირიანი რეჟიმი არის ყოველკვირეული რეჟიმის ალტერნატივა და გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე ქიმიოთერაპიასა და ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციის დროს.

საწყისი დოზა არის 8 მგ/კგ-ზე, ხოლო შემანარჩუნებელი  – 6 მგ/კგ-ზე სამ კვირაში ერთხელ.

ჰერცეპტინი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ინიშნება დაავადების პროგრესირებამდე.

ადრეული ძუძუს კიბო:

ადრეული ძუძუს კიბოს დროს გამოიყენება დოზირების იგივე რეჟიმები (3-კვირიანი ან ყოველკვირეული) და ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 52 კვირა (1 წელი).

პრეპარატის ინტრავენურად ნაკადურად შეყვანა არ შეიძლება.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ჰერცეპტინის დოზა არ შემცირებულა.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული შექცევადი მიელოსუპრესიის დროს პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ ჰერცეპტინის მიღება, ამასთან დაცული უნდა იყო ქიმიოთერაპიის დოზის შემცირების ან გადავადების წესები.

დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში

კლინიკურ კვლევებში ხანშიშესულ პაციენტებში ჰერცეპტინის დოზა არ შემცირებულა.

ჰერცეპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში არ დადგენილა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ტრასტუზუმაბის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

პაცეინტები, რომლებსაც აღენიშნებათ ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან საჭიროებენ დამატებით ოქსიგენოთერაპიას.

გვერდითი მოვლენები:

მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ მოპოვებული იყო ჰერცეპტინის კლინიკურ კვლევებში, როდესაც პრეპრატი რეკომენდებული დოზირების რეჟიმში გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით, ან კომბინაციაში ანტრაციკლინების რიგის პრეპარატებთან (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) ან პაკლიტაქსელთან.

მონოთერაპია ჰერცეპტინით

ჰერცეპტინით მონეთერაპიისას 213 პაციენტიდან 5%-ზე მეტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზმი მთლიანად: ტკივილი მუცლის არეში, ასთენია, ტკივილი წელის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, შემცივნება, გრიპისმაგვარი სინდრომი, თავის ტკივილი, ინფექციები, ტკივილი კისრის არეში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ვაზოდილატაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: შეშუპება.

ძვალ-კუნთოვანი სისტემა: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.  ნერვული სისტემა: შეშფოთება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია.

სუნთქვის ორგანოები: ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, სისხლდენა ცხვირიდან, ასთმა, ხველის გაძლიერება, ქოშინი, ფილტვების დაზიანება, პლევრალური გამონადენი.

კანი და მისი დანამატები: ქავილი, გამონაყარი.

ინფუზიური რეაქციები: ჰერცეპტინის პირველი ინფუზიის მიმდინარეობისას პაციენტების 40%-ს უვითარდება სიმპტომკომპლექსი, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება შემცივნებით და ცხლებით. როგორც წესი, ეს სიმპტომები სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული.

სიმპტომკომპლექსი იშვიათად იწვევს ინფუზიის შეჩერების აუცილებლობას და იოლად კუპირებადია ანალგეტიკების ან სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებით  –პარაცეტამოლი ან ანტიჰისტამინური პრეპარატები, მაგალითად დიფენჰიდრამინი.

სხვა სიმტომები შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი, ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრსხვევა, ქოშინი, ჰიპოტონია, გამონაყარი და ასთენია. ჰერცეპტნის განმეორებითი ინფუზიებისას ეს სიმპტომები იშვიათად ვლინდება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცლკეულ (ერთეულ) შემთხვევებში აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები.

კარდიოტოქსიურობა: პრეპარატით მონოთერაპიისას გულის ზომიერი და მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ შეადგინა 5%. ჰემატოლოგიური ტოქსიურობა:

ჰერცეპტინით მონოთერაპიისას ჰემატოტოქსიურობა იშვიათად ვითარდება. მე-3 ხარისხის ლეიკოპენია  (ჯანმოს კლასიფიკაციით), თრომბოციტოპენია და ანემია აღინიშნება პაციენტების 1%-ზე ნაკლებში. მე-4 ხარისხის ტოქსიურობის ნიშნები არ აღნიშნულა.

ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობა: ჰერცეპტინით მონოთერაპიისას მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობა  (ჯანმოს კლასიფიკაციით) აღინიშნა ავადმყოფების 12%-ში. მათგან 60%-ში ჰეპატოტოქსიურობის მოვლენები განვითარდა ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების პროგრესირების ფონზე. მე-3 და მე-4 ხარისხი ნეფროტოქსიურობა არ აღნიშნულა.

დიარეა: ჰერცეპტინით მონოთერაპიისას დიარეა აღინიშნა პაციენტების 27%-ში.ჰერცეპტინი ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ქვემოთ მოყვანილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ჰერცეპტინისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტების 10%-ში და გაცილებით მაღალისიხშირით, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამიყენებისას.

კარდიოტოქსიურობა: რანდომიზებულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ჰერცეპტინს და ანტრაციკლინების რიგის პრეპარატს (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) პლუს ციკლოფოსფამიდი, შეადგინა 16%, ხოლო პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდი კომბინაციას ჰერცეპტინის გარეშე– 3%. გულის ზომიერი და მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ ჰერცეპტინისა და პაკლიტაქსელის გამოყენებისას შეადგინა 2%, ხოლო პაკლიტაქსელით მონოთერაპიისას  – 1%.  ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: მე-3 და მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიურობა ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, ჰერცეპტინის და ანტრაციკლინის რიგის პრეპარატის (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) პლუს ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას აღინიშნა პაციენტების 63%-ში, ხოლო ანტრაციკლინისადა ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას ჰერცეპტინის გარეშე  – 62%. ჰერცეპტინის გამოყენებამ პაკლიტაქსელთან კომბინაციაში გაზარდა მე-3 და მე-4 ხარისხის ჰემატოტოქსიურობის სიხშირე, პაკლიტაქსელის მონოთერაპიასთან შედარებით (34% და 21% შესაბამისად).

სავარაუდოდ, ეს ახისნება პაკლიტაქსელის ექსპოზიციის გაზრდით ჰერცეპტინის გამოყენებისას, ვინაიდან ამ ჯგუფში დრო დაავადების პროგრესირებამდე მნიშვნელოვნად მეტი იყო, ვიდრე პაკლიტაქსელით მონოთერაპიის ჯგუფში.

ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობა: ჰერცეპტინის და ანტრაციკლინს პლუს ციკლოფოსფამიდის კომბინაციის გამოყენებისას მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობა  (ჯანმოს კლასიფიკაციით) აღინიშნა პაციენტების 6%-ში, ხოლო მხოლოდ ანტრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას ამ მაჩვენებელმა შედაგინა 8%. მე-3 და მე-4 ხარისხის ნეფროტოქსიურობა არ დაფიქსირებულა.

ჰერცეპტინისა და პაკლიტაქსელის რეციპიენტებში მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობის სიხშირე უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მხოლოდ პაკლიტაქსელის გამოყენებისას (7% და 15% შესაბამისად). მე-4 ხარისხის ნეფროტოქსიურობა არ აღნიშნულა.

დიარეა: ჰერცეპტინის და ქიმიოთერაპიის (ანტრაცილკინის რიგის პრეპარატი პლუს ციკლოფოსფამიდი, ან პაკლიტაქსელი) კომბინაციის გამოყენებისას დიარეის სიხშირე, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის, იზრდებოდა.

ინფექციები: ჰერცეპტინის და ქიმიოთერაპიის (ანტრაცილკინის რიგის პრეპარატი პლუს ციკლოფოსფამიდი, ან პაკლიტაქსელი) კომბინაციის გამოყენებისას ინფექციების სიხშირე, რომლებიც ძირითადად კლინიკურად უმნიშვნელო იყო და გამოიხატებოდა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციებით, უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები

ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფუზიის მიმდინარეობისას აუცილებელია პაციენტების დაკვირვება შემცივნების, ცხელების ან ინფუზიური რეაქციების სხვა სიმპტომების გამოვლენის თაობაზე.

ჰერცეპტინის რეციპიენტებში აღწერილია გულის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები (ქოშინი, ხველა, ღამის ქოშინის შეტევები, პერიფერიული შეშუპება, გალოპის სამნიშნა რიტმი, განდევნის ფრაქციის შემცირება). გულის შეგუბებითი უკმარისობა ჰერცეპტინით მკურნალობისას შეიძლება მძიმე ხასიათის იყოს და ლეტალური გამოსავლის მიზეზი გახდეს, და აგრეთვე, შეიძლება განაპირობოს კედლისამყოლი თრომბოზის განვითარება ტვინის სისხლმომარაგების შემდგომი დარღვევით. ამიტომ გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო.

ავადმყოფებმა, სანამ მათ დაენიშნებათ ჰერცეპტინი, უნდა გაიარონ საგულდაგულო კარდიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს ანამნეზის შეგროვებას, ფიზიკალურ გასინჯვას და ქვემომოყვანილიდან ერთ ან მეტ ინსტრუმენტულ გამოკლვევას – ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ან  MUGA სკანირება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი მეთოდია უფრო ადექვატური კარდიოტოქსიურობის განვითარების რისკის ჯგუფის პაციენტების გამოსავლენად. ჰერცეპტინით მკურნალობისას აუცილებელია მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემოწმება. მაგრამ მონიტორინგით ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმ პაციენტების გამოვლენა, რომელთაც გულის ფუნქციის დარღვევა განუვითარდება. განდევნის ფრაქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებისას რეკომენდებულია ჰერცეპტინის მკურნალობის შეჩერება.

გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს უტარდებოდა შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რომელმაც გააუმჯობესა პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა.

ბენზილის სპირტი, რომელიც კონსერვანტის სახით შედის ბაქტერიოსტატიკური წყლის შემადგენლობაში, ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენს ახალშობილებსა და 3 წლამდე ბავშვებში.

ბენზილის სპირტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის გამხსნელად გამოყენებული უნდა იქნეს საინექციო  წყალი, ამასთან თითეული ფლაკონიდან უნდა  გამოყენებული იყოს მხოლოდ ერთი დოზა. დარჩენილი პრეპარატი უნდა იქნეს გადაგდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

Cynomolgus-ის ჯიშის მაიმუნებზე ჩატარებულმა რეპროდუქტიულმა კვლევებმა, როდესაც გამოყენებული დოზა ადამიანის ყოველკვირეულ შემანარჩუნებელ დოზას (2 მგ/კგ) 25-ჯერ აღემატებოდა, არ გამოავლინეს რეპროდუქტიულობის დარღვევის ან ნაყოფზე დამაზიანებელი მოქმედების ნიშნები. თუმცა, ადამიანებში რეპროდუქტიული ტოქსიურობის შეფასებისას აუცილებელია მღრღნელებისთვის დამახასიათებელი  HER2 რეცეპტორის ტიპის მნიშვნელობის  გათვალისწინება ემბრიონის ნორმალური განვითარებისას, აგრეთვე გასათვალისწინებელია ემბრიონის დაღუპვის შემთხვევები მუტანტურ თაგვებში, რომელთაც ასეთი რეცეპტორი არ ჰქონდათ.

ნაყოფის განვითარების ადრეულ (ორსულობის 20-50 დღე) და გვიან (120-150 დღე) სტადიებზე აღინიშნებოდა ტრასტუზუმაბის მიერ პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. უცნობია შეუძლია თუ არა ჰერცეპტინს დამაზიანებელი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზე ან რეპროდუქტიულობაზე. ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქტიულობის კვლევები ყოველთვის არ იძლევიან ადამიანზე ზეგავლენის პროგნოზირების საშუალებას, უმჯობესია მოვერიდოთ ჰერცეპტინის გამოყენებას ორსულობის დროს, თუ, რა თქმა უნდა, თერაპიის პოტენციური სარგებელი  დედისათვის  არ გადაწონის შესაძლო რისკს ბავშვისთვის.

გადადის თუ არა ტრასტუზუმაბი დედის რძეში უცნობია. ვინაიდან ადამიანის  IgG სეკრეტირებს დედის რძეში, ხოლო შესაძლო დამაზიანებელი მოქმედება ბავშვზე უცნობია, უმჯობესია პაციენტები მოერიდონ ძუძუთი კვებას ჰერცეპტინით მკურნალობის დროს.

ურთიერთქმედება ადამიანებში ჰერცეპტინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჰერცეპტინსა და ერთდროულად გამოყენებულ სხვაპრეპარატებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე ურთიერთქმედება არ აღნიშნულა.

დოზის გადაჭარბება:

კლინიკურ კვლევებში პრეპატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ ყოფილა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე.

მზა ხსნარი არ გაყინოთ.

აფთიაქში გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია