საერთაშორისო დასახელება:
BICLOTYMOL; PHENYLEPHRINE; CHLORPHENAMINE
მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი+ფენილეფრინი+ქლორფენამინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული, ანტიალერგიული კომბინირებული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ბიკლოტიმოლი ............................... 30 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ....... 10 მგ
ქლორფენამინის მალეატი ................ 2 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰექსაპნევმინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.
ბიკლოტიმოლი-ფენოლის წარმოებულია, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.
ფენილეფრინი-ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს.
ქლოფენამინის მალეატი H1-ჰისტამინო-რეცეპტორების ბლოკატორია, ახასიათებს ანტიალერგიული, ატროპინის მსგავსი და სედატიური მოქმედება.
ჩვენებები:
- მწვავე რინოფარინგიტი (სიმპტომური მკურნალობა).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები: 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში;
მოზარდები 15 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
ქლორფენამინთან დაკავშირებული: დღისით ძილიანობა, პირის სიმშრალე, ბრონქული სეკრეტის გასქელება, აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდის შეკავება, ცნობიერების დაბინდვა, ან აღგზნება ხანდაზმულ ავადმყოფებში.
უკუჩვენებები:
* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
* შარდის შეკავების მომატებული რისკით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და სხვა დაავადებები;
* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ჰექსაპნევმინის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება მის ნაყოფზე ან ჩვილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
◄ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სპორტსმენებში ჰექსაპნევმინით ჩატარებული დოპინგის საწინააღმდეგო კონტროლი იძლევა დადებით შედეგებს.
◄ ჰექსაპნევმინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ იგი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და იმ პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
◄ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, დელირიუმი, ჰალუცინაციები (ფენილეფრინით განპირობებული), დეპრესია, კომა, აღგზნება, კრუნჩხვები, იშვიათად - ცხელება, კანის ჰიპერემია (გამოწვეული ქლორფენამინით).
მკურნალობა: სიმპტომურია. საჭიროებისას იყენებენ კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებებს, ხელოვნურ სუნთქვას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ჰექსაპნევმინის კომბინაციით საძილე და სანარკოზო საშუალებებთან ძლიერდება ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედება.
- ჰექსაპნევმინის დანიშვნით ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინის რიგის ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან, დიზოპირამიდულ წარმოებულებთან ერთად ადგილი აქვს ატროპინის მსგავსი მოქმედების პოტენცირებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.