საერთაშორისო დასახელება:
BICLOTYMOL
მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:
ფლაკონში 30 გ.
1 ფლ.
ბიკლოტიმოლი ............................. 750 მგ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ........ 0.025 გ
სპირტი ........................................... 1.06 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიკლოტიმოლი წარმოადგენს ანტიმიკრობულ პრეპარატს. იგი ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკებისა და კორინებაქტერიების მიმართ, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის აბსორბციის სიჩქარე პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან მაღალი არ არის, რაც განაპირობებს მის ხანგრძლივ ადგილობრივ მოქმედებას.
ჩვენებები:
- პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ აეროზოლის 2-ჯერ შესხურება 3-ჯერ დღეში.
ყოველი მოხმარების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ბავშვებში 2.5 წლის ასაკამდე (ლარინგოსპაზმის განვითარების რისკი).
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ბიკლოტიმოლის გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს რეკომენდებული არ არის. შედარებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქცია.
◄ პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება, ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებული არ არის.
◄ მკურნალობის პერიოდში ბაქტერიული ინფექციების სისტემური გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ანტიბიოტიკების დანიშვნა.
ჭარბი დოზირება:
ნაკლებად შესაძლებელია, პრეპარატის მცირე აბსორბციის გამო სისხლმიმოქცევის სისტემაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, სინათლის და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.