ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროქსიზინი წარმოადგენს ანქსიოლიზურ და სედატიურ საშუალებას, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობით და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტით.
ჩვენებები
- აგზნებით, ემოციური დაძაბულობით, მოუსვენრობით მიმდინარე ნევროზი და ნევროზული მდგომარეობა;
- აგზნებით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომი; პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების ჩატარების წინ;
- ღებინების პროფილაქტიკა და კუპირება ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
- კანის ქავილი.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის ერთჯერადი დოზა მოზრდილებში მისი პერორალურად მიღებისას მერყეობს 25 მგ-დან 100 მგ-მდე; მიღების ინტენსივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე და შეადგენს 1-4 მიღებას დღეში.
სწრაფი თერაპიული ეფექტის მისაღწევად ჰიდროქსიზინის ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში 50-100 მგ დოზით, შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის 4-6 სთ-იანი ინტერვალით შეყვანა.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, ტრემორი, კრუნჩხვები, პირის სიმშრალე.
უკუჩვენებები
* ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
* პორფირია, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
♦ ჰიდროქსიზინი აძლიერებს ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებელი, ანქსიოლიზური საშუალებების, ბარბიტურატების მოქმედების ეფექტს.
♦ ჰიდროქსიზინის კანქვეშა ინექციების დროს შესაძლებელია ქსოვილთა დაზიანება, ხოლო ვენაში შეყვანისას - ჰემოლიზი.