საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
hyoscine butylbromide
კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მ–ქოლინომაბლოკირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები;
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი კუჭ–ნაწლავის, სანაღვლე გზებისა და შარდ–სასქესო სისტემის გლუვი მუსკულატურის მიმართ ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რის გამოც არ მოქმედებს ცნს–ზე. პერიფერიული ანტიქოლინერგული რეაქციები განპირობებულია შინაგანო ორგანოების მ–ქოლინორეცეპტორების ბლოკადით და პრეპარატის ანტიმუსკარინული მოქმედებით.
ჩვენებები:
- პრეპარატი გამოიყენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და შარდ–სასქესო სისტემის სპასტიური მდგომარეობის, ასევე სანაღვლე გზების დისკინეზიების ან სპაზმების სამკურნალოდ.
დოზირება:
მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში გამოიყენება შაქრით შემოგარსული 1–2 ტაბლეტი 3–5–ჯერ დღეში ან სანთელი. ტაბლეტები უნდა გადავყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
სუპოზიტორია საჭიროა გამოვიღოთ გარსიდან და შევიყვანოთ სწორ ნაწლავში წამახვილებული ბოლოთი.
გვერდითი მოვლენები:
ანტიქოლინერგულ გვერდით მოვლენებს შორის აღსანიშნავია პირის სიმშრალე, დისჰიდროზი, შარდის შეკავება, რომელიც ჩეულებრივ გარდამავალია და თავისით ქრება.
ძალიან იშვიათად აღინიშნება კანის მხრივ გვერდიათი მოვლენები, ასევე სუნთქვის გაძნელება.
უკუჩვენება:
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში მიასთენიით და მეგაკოლონით, აგრეთვე მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ მოიპოვება მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პარიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავთა გაუვალობა ან საშარდე გზების ობსტრუქცია, ასევე წვრილკუთხოვანი გალაუკომა ან ტაქიკარდიის მიმართ მიდრეკილება, ანტიქოლინერგული გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემების არ არსებობს, ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები ატარებენ თეორიულ ხასიათს. ამ დროს შესაძლებელია ანტიქოლინერგული სიმტომების განვითარება: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, კანის სიწითლე, ტაქიკარდია, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედვეობის დაქვეითება.
მკურნალობა:
თუკი პრეპარატი მიღებულია პერორალურად საჭიროა კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. პრეპარატით გამოწვეული ჭარბი დოზირების კუპირება ხდება ქოლინომიმეტური საშუალებებით.
გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს ადგილობრივად უნიშნავენ პილოკარპინს. აუცილებლობისას შეყავთ არაპირდაპირი მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებები სისტემით, მაგალითად, 0,5–2,5 მგ ნეოსტიგმინი კუნთებში ან ვენაში.
გულ–სისხლძარღვთა დაავადების დროს ჭარბი დოზირებით გამოწვეულ გართულებებს მკურნალობენ დადგენილი წესით.
სასუნთქი სისტემის მუსკულატურის პარეზის დროს საჭიროა ინტუბაციის ჩატარება, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.
შარდის შეკავების შემთხვევაში შარდის ბუშტში დგამენ კათეტერს. ამავე დროს, ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ჰიოსცინს შესწევს უნარი გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური საშუალებების და ამანტადინის მოქმედება. დოპამინის ანტაგონისტებისა და ჰიოსცინის ბუტილბრომიდის ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე პრეპარატის მოქმედების შესუსტებას კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე.
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი აძლიერებს ბეტა–ადრენომიმეტური საშუალებებით გამოწვეულ ტაქიკარდიას.