პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. გლედიჩია 20 მ სიმაღლის ხეა, ზოგან კი 40-მდეც კი აღწევს, ღეროზე ქერქი მუქი ნაცრისფერ-მოშავოა, ტოტებზე კი მუქი ნაცრისფერია. ღეროსა და ტოტებზე სამად განტოტილი მოწითალო-ყავისფერი მეტად მაგარი ეკლებია, ზოგი მათგანის სიგრძე 30 სმ და უფრო მეტს აღწევს. კენტფრთართული ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული, მათი სიგრძე 14-20 სმ და უფრო გრძელიცაა.
ყვავილები ცალსქესიანია, იშვიათად ორსქესიანი ოდნავ მოყვითალო-მწვანე ფერის. საკმაოდ სურნელოვანი. ნაყოფი პარკია 50 სმ-მდე სიგრძის, ხმლისებრ ოდნავ მოხრილი, მოწითალო-ყავისფერი და მბრწყინავი. ცალ კიდეზე პარკს ტკბილი რბილობი აქვს. თითო პარკში 12-15 თესლია, რომელიც ფორმით წაგრძელებულ-ელიფსურია, ყავისფერი. 1000 თესლის წონა 238-263 გრამია. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება.
გლედიჩია უფრო ბარის მცენარეა, მისი ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია სითბო და კარგი განათება, შესანიშნავად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე. ბუნებრივად იგი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთითაა გავრცელებული. კულტურა კი ბევრ ქვეყანაშია შეტანილი. მათ შორის საქართველოში. გლედიჩია კოლხეთის დაბლობზეც გვხვდება, ძირითადად კი აღმოსავლეთ საქართველოშია კულტივირებული, ზოგან გავრცელებული.
გლედიჩიის ჩვილი ფოთლები ალკალოიდ ტრიაკანტინს, ფოთლებსა და ნაყოფებში 100-400 მგ პროცენტ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) შეიცავს.
ტრიაკანტინს სპაზმოლიტური მოქმედების თვისება აქვს. ახდენს ძარღვების გაგანიერებას, აღაგზნებს სასუნთქ ცენტრს და დაბლა სწევს სისხლის წნევას. დადებით თერაპიულ ეფექტს ახდენს კუჭ-ნაწლავების დაავადებებზე (სპასტიკური კოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავებისას.
ტრიაკანტინი ბრონქიალური ასთმის დროსაც გამოიყენება. პრეპარატის მიღებას ურჩევენ 0,1 გ 2-3-ჯერ დღეში. იგი 10-20 დღის განმავლობაში მიიღება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ. ამჟამად ტრიაკანტინი სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურიდან ამოღებულია.

Facebook კომენტარები