მანანასებრთა ოჯახიდანაა. მარადმწვანე ბუჩქი ან დაბალი 3-6 (8) მ სიმაღლის ხეა მოყავისფრო ქერქით, ყლორტები მწვანე ქერქიანია. 9-27 სმ სიგრძის, 4-7 სმ სიგანის, ბოლოწვეტიანი, ფუძეშევიწროებული, წაგრძელებულ-ელიფსური, სქელი ტყავისებრი, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბაცი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განწყობილი.
მოწითალო-სოსანი ყვავილები, ტოტების დაბოლოებებზე ქოლგისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი.
ხუთსაგდულიანი, შეუბუსავი, ცილინდრული კოლოფა ნაყოფის სიგრძე 1,5 სმ-მდე აღწევს, 1000 ცალი თესლის წონა 0,8 გრამია. ყვავის აპრილ-მაისში, მაღალ მთებში კი ივნის-ივლისში. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და გადაწვენით. ტიპიური მეზოფიტია, კარგად იზრდება ნესტიან, ნოყიერ ნიადაგებზე. მართალია, ნორმალურად შედარებით თბილ ზონაში იზრდება, მაგრამ აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში არცთუ იშვიათად კარგად შეკრულ რაყებს ქმნის ზღვის დონიდან 2200 მეტრამდე სიმაღლეზე.
სამედიცინო პრაქტიკაში შქერის ფოთლები გამოიყენება. მისი ნაყენი და ფოთლისგან მიღებული ახალგალეონური პრეპარატი გულზე ფუტკარას ჯგუფის გლიკოზიდებისებურად მოქმედებს, ადიდებს გულის კუმშვის ძალას და გულის რიტმს ანელებს. აღგზნებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწყნარებს, ამასთან ბაქტერიოციდური თვისებაც გაჩნია. ხალხური მედიცინა ფოთლებს რევმატიზმის, ნიკრისის ქარის დროს და საგულე და შარდმდენ საშუალებად იყენებს. 1962).