კერატომა არის კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე - კანის რქოვანა გარსის წანაზარდი, რომელიც უმეტესად კანის ერთგვარი რეაქციაა ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. ის ვითარდება 40-50 წლის შემდეგ, მამაკაცებსა და ქალებში - თანაბარი სიხშირით.
თავდაპირველად წარმოიქმნება ოდნავ აქერცლილზედაპირიანი მონაცისფრო ან ყავისფერი ლაქა, რომელიც თანდათან სქელდება და იფარება მკვრივი ქერქით, რომელიც ზოგჯერ იფშვნება და ცვივა. ამ დროს დაზიანებული უბანი შესაძლოა აგვტკივდეს და სისხლმა დაიწყოს დენა.
კერატომა შესაძლოა გაავთვისებიანდეს. სწორედ ამიტომ არის მიზანშეწონილი დიდი და ტრავმირებული კერატომების დროული მოშორება.
Facebook კომენტარები