ნეიროლეიკემია ლეიკემიის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის გარსის, ქალას ნერვების, ტვინის ნივთიერების) სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია. ეს გართულება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში მწვავე ლიმფობლასტომური  ლეიკემიის, იშვიათად - ლეიკემიის სხვა ფორმების დროს.
ნეიროლეიკემიის განვითარებას განაპირობებს ლეიკემიური უჯრედების თავისა და ზურგის ტვინში ან ტვინის ნივთიერებაში მეტასტაზირება. უკანასკნელი ვარიანტი გაცილებით მძიმე და რთული სამკურნალოა და არაკეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.
ნეიროლეიკემია მენინგეალური (ტვინ-გარსის) და ჰიპერტენზიული სინდრომებით ვლინდება. უმეტესად თავს იჩენს ტვინის გარსის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: მყარი თავის ტკივილი, განმეორებითი ღებინება, გულისრევა, მოთენთილობა, გაღიზიანებადობა, მხედველობის ნერვის შეშუპება, ნისტაგმი, სიელმე. არის გულის წასვლის შემთხვევებიც. ტვინის ნივთიერების დაზიანებისას მოსალოდნელია კრუნჩხვები, გულყრა, გონების დაბინდვა და არაადეკვატური ქმედება. ქალას ნერვების დაზიანებისას ირღვევა სმენა და მხედველობა, ვითარდება გრიმასები (სახის დაბრეცა).
აღწერილ კლინიკურ სურათზე ადრეული სიმპტომია მაღალი ციტოზი და ბლასტური უჯრედების არსებობა თავ-ზურგტვინის სითხეში. ტვინის შიდა მეტასტაზირების დროს ვლინდება ტვინის სიმსივნის სურათი ბლასტოციტოზის გარეშე.
ქრონიკული ლიმფოლეიკემიის დროს ნერვული სისტემის დაზიანება გაცილებით იშვიათია. მისი კლინიკური სურათი მწვავე ლეიკემიისგან არ განსხვავდება და დაზიანების ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
დიაგნოსტიკა ციტოლოგიური კვლევის საფუძველზე ხორციელდება.
მკურნალობის არჩევით მეთოდებს წარმოადგენს მეტოტრექსატის ლუმბალური შეყვანა და თავის ასხივება. ძვლის ტვინის გარეთა ლეიკემიური კერების (ცხვირ-ხახა, საკვერცხე, შუასაყარის ლიმფური კვანძები და სხვა) არსებობისას, რომლებიც იწვევს ორგანოებზე ზეწოლას და ტკივილს, ნაჩვენებია სხივური თერაპია.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია