ფალკონე-ვედელის
სინდრომი

ფალკონე-ვედელის სინდრომი კოსტოკლავიკულარული სინდრომია, რომელიც გამოიხატება ნეიროვასკულარული დარღვევებით ლავიწის ძვლის ქვეშ განლაგებული ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების შედეგად. მისი ნიშნებია: ხელისგულების პარესთეზია და ნევრალგია; ვენური სტაზი ხელში; თითების შეშუპება და ტროფიკის მოშლა. ღრმა ჩასუნთქვისას და ხელის იმავდროული დაშვებისას სიმპტომატიკა ძლიერდება და ქრება პულსაცია სხივის არტერიაზე. უპირატესად აღენიშნებათ ხანში შესულებს ან მსუქან ახალგაზრდებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფალსონის სინდრომი

ფალსონის სინდრომი (სინონიმი: კოლკის სინდრომი) გულისხმობს ქალებში შარდის ბუშტის გაღიზიანებას და შარდვის გაძნელებას სრულ შეზღუდვამდე შარდსადინარის უკანა ნაწილზე ჯირკვლოვანი (მამაკაცებში არსებული წინამდებარე ჯირკვლის ანალოგიური) წარმონაქმნის ზეწოლის შედეგად. სინდრომის განვითარების მიზეზად მიიჩნევა აღნიშნული პერიურეთრული ჯირკვლების ანთება. ერთ-ერთი წამყვანი ნიშანია ურეთრული წარმოშობის პიურია. მკურნალობა ქირურგიულია, საოპერაციო ჩარევით.

ფალტის სინდრომი
ფალტის სინდრომი - პლურიგლანდულარული სინდრომი (სინონიმები: გუჟერო-ფალტის სინდრომი, გუჟეროს სინდრომი) წარმოადგენს მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლებას კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან. აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფანკონი-დებრე-
დე ტონის სინდრომი

ფანკონი-დებრე-დე ტონის სინდრომი (სინონიმები: დებრე დე ტონი-ფანკონის სინდრომი, დე ტონი-დებრე-ფანკონის სინდრომი) - ეს არის გლუტამინოფოსფატური დიაბეტი, მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული თირკმლის პროქსიმულ მილაკებში ფოსფორის, ამინმჟავების, ნახშირწყლებისა და ბიკარბონატების რეაბსორბციის დარღვევით. გამოვლინდება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს და მეორე წლის დასაწყისში პოლიურიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰიპორეფლექსიით, ძვლოვანი სისტემის რაქიტის მსგავსი ცვლილებებით და ძვლების სპონტანური მოტეხილობებით. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფანკონი-პრადერის
სინდრომი

ფანკონი-პრადერის სინდრომი (სინონიმი: ადისონ-შილდერის სინდრომი) არის თირკმელზედა ჯირკვლების ქრონიკული უკმარისობის და ტვინის სკლეროზის მემკვიდრეობითი შერწყმა. კლინიკა ვლინდება ბავშვობაში ადისონის დაავადების სიმპტომატიკით, ატაქსიით, სპასტიკური დამბლით, დემენციით. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფანკონი-შლეზინგერის
სინდრომი

ფანკონი-შლეზინგერის სინდრომი არის ქრონიკული იდიოპათიური ჰიპერკალციემია ოსტეოსკლეროზით. დამახასიათებელია ტანმორჩილობა, გონებრივი განუვითარებლობა, ჰიპერკალციემია, ნეფროპათია, პროტეინურია ჰიპერკალციურიით. შესაძლოა დაერთოს გულის თანდაყოლილი მანკები, სიელმე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფანკონი-ჰეგლინის
სინდრომი

ფანკონი-ჰეგლინის სინდრომი (სინონიმები: ჰეგლინის სინდრომი - II, ვასერმან-პოზიტიური სინდრომი) - ანთებითი კერები ფილტვებში მიმდინარე ვასერმანის დადებითი რეაქციით. აღინიშნება ხველა, სისუსტე, ანორექსია, სუბფებრილიტეტი, მსტვენი, მოგუგუნე ან სველი ხიხინი ფილტვებში. ედსი მომატებულია. უმეტესად ემართებათ ალერგიული დიათეზითა და ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს. შესაძლოა ელენთის გადიდება და ცერებრული მოვლენები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფარბერის სინდრომი
ფარბერის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ დისემინირებულ ლიპოგრანულომატოზს - ლიპიდური ცვლისა და მუკოპოლისაქარიდების ცვლის დარღვევას ატიპური მუკოპოლისაქარიდულ-ლიპოპროტეიდული კომპლექსების პათოლოგიური ჩალაგებით. პათოლოგანატომიურად აღინიშნება `ქაფიანი უჯრედები~, რომლებითაც ინფილტრირებულია შინაგან ორგანოთა და ნერვული სისტემის ქსოვილები. მისი ნიშნებია: ხმის თანდაყოლილი ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ღებინება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, კანქვეშა და სახსარშიდა გრანულომები, გარშემორტყმული ჰიპერემიის ზონებით, კონტრაქტურები, გადიდებული ღვიძლი, ჩონჩხის მრავლობითი დესტრუქცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფარვინ-ფარიოლეს
სინდრომი

ფარვინ-ფარიოლეს სინდრომი - იხ. სტაინტონის სინდრომი.

ფარის სინდრომი
ფარის სინდრომი ანუ დაავადება ოჯახური დაავადებაა - ტვინის სისხლძარღვთა მემკვიდრეობითი გაკირვა. ამ დროს ნაადრევად (20-30 წლის ასაკში) იკირება ქერქქვეშა კვანძებისა და შიდა კაფსულის სისხლძარღვები. პათოლოგანატომიურად ვლინდება ქერქვეშა განლაგებისა და ნაკლებად ნერვული სისტემის სხვა ნაწილთა მიდამოების დეგენერაციული გადაგვარება მათი გაკირვით სისხლძარღვთა ცვლილებების გამო. დამახასიათებელია: პროგრესული ჭკუასუსტობა, ექსტრაპირამიდული სიმპტომოკომპლექსი, სპასტიკური პარეზები და დამბლები, ეპილეპტიფორმული შეტევები, რენტგენოლოგიურად - ტვინშიდა ჩაკირული უბნები (`ტვინის ქვები~).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფელინგის სინდრომი

ფელინგის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს ფენილკეტონურიას, ოქსიფენილკეტონურიას, ფენილპიროყურძნისმჟავას ოლიგოფრენიას. ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ფენილალანინის ცვლის დარღვევით. გამოვლინდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენით, მოძრაობისა და კუნთთა ტონუსის დარღვევით (ჰიერკინეზია, დისკინეზია). გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფელტის სინდრომი
ფელტის დაავადება ანუ სინდრომი მიეკუთვნება რევმატოიდული ართრიტების ჯგუფს. ახასიათებს მძიმე, პროგრესირებადი პოლიართრიტი, გამოხატული ლიმფადენოპათია, ანემია, ლეიკოპენია, სპლენომეგალია, ჰიპერსპლენიზმი და მყარი ცხელება. გვხვდება უმთავრესად ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფერანდ-ტალბოტის
სინდრომი

ფერანდ-ტალბოტის სინდრომი (სინონიმები: ჰოლცკნეხტ-იაკობსონის სინდრომი, კუსმაულ-მეიერის სინდრომი) იგივეა, რაც კვანძოვანი პერიარტერიიტი, პანარტერიიტი, ნეკროზული არტერიიტი. ეს არის მწვავე დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უპირატესად არტერიის, უფრო იშვიათად - ვენის გარეთა და შუა გარსების დაზიანება. ჩნდება კვანძები, პათოლოგიურ პროცესში ერთვება სისხლძარღვთა ირგვლივი ქსოვილი. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე. მისი ნიშნებია: პოლინევრიტი, მიოზიტი, კუჭ-ნაწლავისა და თირკმლისმხრივი გართულებები, ოფლიანობა, კანქვეშ სისხლძარღვთა გასწვრივ წვრილი კვანძები, ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ეოზინოფილია. უფრო ხშირია მამაკაცებში, უპირატესად - 30-დან 40 წლამდე. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფერგიუსონ-
სმითის სინდრომი

ფერგიუსონ-სმითის სინდრომი - თავისით განკურნებადი სპინოცელურალური კიბო. ჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ კანზე, კერები მრავლობითია, ჰგავს დაწყლულებულ ეპითელიომას, ძნელად გასარჩევია ჰისტოლოგიურად კერატოკანტოზისაგან. ძირითადი განმასხვავებელია კლინიკურად სწრაფი განვითარება და თვითდანაწიბურება. ლოკალიზაცია - კანის ღია ადგილები. მიმდინარეობა ქრონიკულია. ახასიათებს რეციდივები. ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ ხასიათს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფერეირ-მარკიშის
სინდრომი

ფერეირ-მარკიშის სინდრომი - ცხიმოვანი ქსოვილის რგოლისებური ატროფია - უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. ახასიათებს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია ღრმა რგოლისებური ღარების სახით, სიმეტრიულად წინამხრებზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფერესტერის სინდრომი

ფერესტერის სინდრომი იგივეა, რაც კუნთების სკლეროზული რიგიდულობა, კუნთების მოხუცებულობითი რიგიდულობა. თან სდევს კატალეფსიის, დენერვაციისა და ოპოზიციონიზმის სიმპტომები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფოვინკელის სინდრომი
ფოვინკელის სინდრომი (მულტირილებადი კერატოდერმია) წარმოადგენს მემკვიდრეობით კერატომას, შერწყმულს კონტრაქტურებსა და თითების მუტილაციასთან, ზოგჯერ - ფოლიკულურ კერატოზთან სახსრების მიდამოში. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფოლკმანის სინდრომი
ფოლკმანის სინდრომი, იგივე ფოლკმანის დეფორმაცია, წარმოადგენს წვივ-ქუსლის ორივე სახსრის მემკვიდრეობით ან თანდაყოლილ ამოვარდნილობას მემკვიდრეობის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ტერფის შიგნითა მხარე წინ არის შემობრუნებული, წვივის კუნთები ატროფირებულია, წვივის დიდი ძვალი გარეთაა გამოდრეკილი, ხშირია წვივის მცირე ძვლის დეფექტები და მისი ტოტალური აპლაზია. ზოგჯერ აღინიშნება მიკრომეგალია და სხივის ძვლის აპლაზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფოლმარის სინდრომი
ფოლმარის სინდრომი სიმპტომოკომპლექსია, რომელიც უვითარდებათ აორტის მენჯის ტოტებისა და ბადექონის ქვედა არტერიის აუზის ობლიტერაციის მქონე ავადმყოფებს. სირბილისა და ჩქარი სიარულისას თავს იჩენს შეტევითი ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. ქვედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფორბეს-ოლბრაიტის
სინდრომი

ფორბეს-ოლბრაიტის სინდრომი (სინონიმები: აუმადა-დელ კასტილიოს სინდრომი, არგონც-დელ კასტილიოს სინდრომი) წარმოადგენს ენდოკრინულ დარღვევათა ტრიადას: ამენორეას, გალაქტორეას, შარდში გონადოტროპინთა შემცველობის დაქვეითებას, - უმთავრესად მემკვიდრეობითი წარმოშობისაა და უკავშირდება ჰიპოფიზის ადენომატოზს ან სიმსივნეს. გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური გზით. ვლინდება ახალგაზრდა, ორსულობაგადაუტანელ და არანამშობიარებ ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფორდაისის სინდრომი
ფორდაისის სინდრომი (სინონიმები: სატონის ანგიოკერატომა, ფორდაის-სატონის სათესლე პარკის ანგიოკერატომა) - ეს არის სათესლე პარკის ფორდაისის შემოფარგლული ანგიოკერატომა, სათესლე პარკის შემოფარგლული ნევიფორმული ანგიოკერატომა. ახასიათებს დაზიანების ლოკალიზაცია სათესლე პარკის კანზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფორნის სინდრომი
ფორნის სინდრომი ანუ ფორნეის სინდრომი ოჯახური მემკვიდრეობითი დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია თანდაყოლილი მიტრალური მანკის შეუღლება ოსტოსკლეროზსა და ოსტეოქონდროდისტროფიასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფორსელის სინდრომი

ფორსელის სინდრომი - ეს არის ნევროგენული პოლიციტემია. ყალიბდება თირკმლის ერითროპოეტინების ჰიპერფუნქციის ნიადაგზე. ამ დროს აღინიშნება ჰემატურია, პლეთორული სახე, სისხლში - ერითროციტოზი, ჰემოგლობინის მომატებული შემცველობა. ვითარდება თირკმლის სიმსივნის, კისტის, ჰიდრონეფროზის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფოსტერ-კენედის
სინდრომი

ფოსტერ-კენედის სინდრომი (სინონიმები: ჰოვერს-პატონ-კენედის სინდრომი, კენედის სინდრომი - შუბლ-ბაზალური სინდრომი) - ეს არის მხედველობის ნერვის ცალ თვალზე პირველადი ატროფიის შერწყმა მეორეზე შეგუბებით დვრილთან. ვითარდება თავის ქალას პათოლოგიური პროცესების დროს (სიმსივნე, არაქნოიდიტი, ანევრიზმა), რასაც თან ახლავს მხედველობის ნერვის ცალმხრივი კომპენსაცია თავის ქალასშიდა წნევის მომატებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფოშაი-მოლარეტის
სინდრომი

ფოშაი-მოლარეტის სინდრომი (სინონიმები: დებრეს III სინდრომი, პეტცეტაკისის დაავადება), იგივე კატის ნაკაწრის დაავადება, წარმოადგენს კეთილთვისებიან ვირუსულ ლიმფადენიტს, რომელიც ვითარდება კანის დაზიანების შედეგად, ხშირად - კატის ნაკაწრისგან, და წარმოადგენს შემავალი ინფექციის კარიბჭეს. ამ დროს ვითარდება რეგიონული ლიმფადენიტი (უპირატესად - იღლიისქვეშა ფოსოში და საზარდულის მიდამოში), ჩირქდება ლიმფური კვანძები და ჩნდება ფისტულა, პაციენტს აციებს, მოთენთილია, იკლებს წონას, შესაძლოა, გაუჩნდეს მაკულურ-პაპულური გამონაყარიც. განსხვავებენ ექტოპიურ და ატიპურ ფორმებს. პირველისთვის დამახასიათებელია მწვავე ტონზილიტი ლიმფური კვანძების დასივებით და არცთუ იშვიათად - რეტროფარინგეალური აბსცესით. ატიპურთა შორის განირჩევა კონიუნქტივური (პარინოს სინდრომი), მეზენტერიალური, თარაკალური ფორმები. ხშირად რთულდება ენცეფალიტით, ენცეფალომიელიტით, ნევრიტით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრაგას სინდრომი

ფრაგას სინდრომი - ეს არის მალარიის ფორმა, მიმდინარე თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობით. გარდა მალარიისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა, ამ დროს გამოხატულია კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, კანის პიგმენტაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრანკლ-ჰოხვარტის
სინდრომი

ფრანკლ-ჰოხვარტის სინდრომი ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნეა, მიმდინარე თავის ტვინის კომპრესიის ნიშნებით: სიყრუით, ატაქსიით, მხედველობის ველის კონცენტრაციული შევიწროებით, ჰიპოპიტუიტარიზმით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრანჩესკეტ-იადასონის
სინდრომი

ფრანჩესკეტ-იადასონის სინდრომი (სინონიმები: ნეგელის სინდრომი I, ნეგელი-იადასონის სინდრომი) - ეს არის ინკონტინენცია პიგმენტის ნაირსახეობა, რომლის დროსაც სიცოცხლის მეორე წელს ბავშვს უვითარდება სიმეტრიულ კერატოდერმიასთან შერწყმული ბადისებრი იერის პიგმენტური ლაქები. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრანჩესკეტ-ცვალენის
სინდრომი

ფრანჩესკეტ-ცვალენის სინდრომი ყბისა და სახის დიზოსტოზია, რომელსაც ახასიათებს ქვედა ყბისა და ლავიწის ძვლების, ზოგჯერ - ასევე შუა ყურის ჰიპოპლაზია და მაკროსტომია (`თევზის~ ან `ფრინველის~ სახე). მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრედერიკის სინდრომი

ფრედერიკის სინდრომი ანუ ფენომენი წარმოადგენს წინაგულთა ციმციმისა და სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შერწყმას. კლინიკურად ვლინდება ძალზე იშვიათი, რიტმული მაჯით. დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ელექტროკარდიოგრამის მიხედვით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ფრედრიკ-ფრომენის
სინდრომი

ფრედრიკ-ფრომენის სინდრომი (სინონიმი: ფრომენის სინდრომი) მემკვიდრეობითი მიდრეკილებაა ნეოპლაზიური პროცესებისკენ. ამ დროს უმთავრესად ვითარდება რბილ ქსოვილთა სარკომა, სარძევე ჯირკვლის კიბო, რაბდომიოსარკომა, შინაგან ორგანოთა სიმსივნეები. აღენიშნებათ ერთი ოჯახის წევრებს, ნათესავებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია