შემადგენლობა: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ეთინილესტრადიოლი ---------------------- 0,02მგ;
გესტოდენი ------------------------------- 0,075მგ;
დამხმარე საშუალებები:
ნატრიუმის-კალციუმის-ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიკონი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტაზას მონოჰიდრატი, კვინოლინი ყვითელი (E 104), ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.
ჩვენება: ლინდინეტი 20-ის ტაბლეტები წარმოადგენენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც შეიცავს ფოლიკულების და საკვერცხეების ყვითელი სხეულის სინთეზურ ჰორმონებს, რომლებიც ხელს უშლიან კვერცხუჯრედის მომწიფებას.
დოზირება:
მენსტრუაციის პირველი დღიდან 21 დღის განმავლობაში ინიშნება ერთი ტაბლეტი დღეში, მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. შემდეგ კეთდება 7 დღიანი შესვენება, როდესაც იწყება მენსტრუაციისმაგვარი სისხლდენა. შემდგომი 21 ტაბლეტის მიღება იწყება მე-8 დღიდან (7 დღიანი შესვენების შემდეგ), იმ შემთხვევაშიც თუ სისხლდენა გრძელდება. ანუ მეორე შეფუთვიდან პირველი ტაბლეტის მიღება იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც პირველი შეფუთვიდან. სისხლდენა მენსტრუაციის დროს ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებია, რაც ასეთი შემთხვევისათვის ნორმალურია.
პირველი ტაბლეტი
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე პაციენტი უნდა დაელოდოს ყოველთვიურ ციკლს, მანამდე რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება: პრეზერვატივი, პეისარიები, სპერმიციდული გელი. მენსტრუაციის პირველ დღეს მიიღება ლინდინეტი 20-ის პირველი ტაბლეტი.
გადასვლა სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებიდან ლინდინეტ 20-ის ტაბლეტებზე:
სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მიღების დამთავრების შემდეგ კეთდება შესვენება, შემდეგ სისხლდენის პირველ დღეს, რომელიც დაიწყო შესვენების დროს, მიიღება პრეპარატი ლინდინეტ 20-ის პირველი ტაბლეტი.
”მინი” ტაბლეტებიდან გადასვლა ლინდინეტის ტაბლეტებზე შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, ამ დროს პირველი 7 დღის განმავლობაში ლინდინეტი 20-ის გარდა პაციენტმა უნდა გამოიყენოს დამატებითი კონტრაცეპციის სხვა მეთოდი.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში:
ექიმის მითითებით აბორტის შემდეგ რეკომენდებულია ლინდინეტის ტაბლეტების მიღების დაწყება. არ არის აუცილებელი კონტრაცეფციიის სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება მშობიარობის, ან აბორტის შემდეგ ორსულობის მეორე ტრიმესტრში:
ლინდინეტი 20-ის ტაბლეტების მიღების დაწყება შეიძლება აბორტიდან ან მშობიარობიდან 21-28-ე დღეს. უფრო დაგვიანებული მიღებისას საჭიროა კონტრაცეფციის ბარიერული ტიპის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ტაბლეტების მიღებას წინ უძღვის სქესობრივი აქტი, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან ტაბლეტების მიღება გადაიდოს მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე.
თუ პაციენტს განრიგით გათვალისწინებული ტაბლეტის მიღება გამორჩა, საჭიროა მისი მიღება პირველი 12 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ტაბლეტების მიღება გრძელდება ძველი განრიგის მიხედვით.
თუ უკანასკნელი ტაბლეტის მიღების შემდეგ გავიდა 12 საათზე მეტი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოქმედების ეფექტი მცირდება. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული ტაბლეტის აღდგენა და მათი მიღება გრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით, თუმცა საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში. თუ შეფუთვაში დარჩა 7 ტაბლეტზე ნაკლები, იხსნება ახალი შეფუთვა 7 დღიანი შესვენების გარეშე. სისხლდენა საშვილოსნოდან იწყება შემდგომი შეფუთვის დამთავრების შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ე.წ. შუალედური სისხლდენები. თუ მომდევნო შეფუთვის დამთავრების შემდეგ, სისხლდენა საშვილოსნოდან არ განვითარდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ განვითარდა ღებინება და ვერ მოესწრო ტაბლეტის სრული შეწოვა, ასეთ დროს პაციენტი იქცევა იგივენაირად, როგორც გამოტოვებული ტაბლეტის მიღების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები:
როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ლინდინეტი 20 იწვევს გვერდითი მოვლენების განვითარებას. ძალიან იშვიათად პრეპარატის მიღების პირველ თვეებში აღინიშნება არარეგულარული სისხლდენები საშვილოსნოდან.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის და ლიბიდოს ცვლილება, დათრგუნვა, კანზე მოყვითალო-მოყავისფრო ლაქების გაჩენა, ყოველთვიური სისხლდენების დარღვევა, დისკომფორტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას.
იშვიათად აღინიშნება მომატებული არტერიული წნევა, ნაღვლის ბუშტის დაავადებების განვითარება, სიყვითლე, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, საშოდან გამონადენი, საშოს სოკოვანი დაზიანება, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა.
ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები:
-სისხლძარღვების თრომბოზი (ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვების ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი). ხანგრძლივი თამბაქოს მოწევა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას, განსაკუთრებით 35 წლის ასაკის ზევით. თუ პაციენტი მწეველია, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს ექიმი.
სისხლის შედედების დარღვევები, მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვების სკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ასევე ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას.
- ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. სიმსივნის გასკდომა იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში, რაზეც მიუთითებს უჩვეულოდ ძლიერი ტკივილის განვითარება მუცლის არეში.
აღნიშნული მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ასევე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ეცნობოს ექიმს შემდეგი მდგომარეობების დროს:
- თრომბოზის ნიშნების განვითარებისას (ტკივილი გულმკერდში, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელზე, უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი ფეხებში, სისუსტე, სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება, ქოშინი, უჩვეულო ხველა განსაკუთრებით სისხლიანი ნახველით, თავბრუსხვევა, კოლაფსი, მხედველობის, სმენის, მეტყველების, მგრძნობელობის დარღვევა, შაკიკის შეტევების განვითარება ან გახშირება, უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილის მუდმივი შეტევები ან მათი განმეორება);
-სიყვითლის განვითარებისას;
-სარძევე ჯირკველბში სიმკვრივის განვითარებისას;
- საშვილოსნოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის ან მენსტრუალური სისხლდენის არ არსებობისას ზედიზედ 2 ციკლის დროს;
-ხანგრძლივი მწოლიარე რეჟიმის პერიოდში;
- დაგეგმილ ოპერაციულ ჩარევამდე 4 კვირით ადრე;
-საეჭვო ორსულობის შემთხვევაში;
-მომატებული არტერიული წნევისას;
-კრუნჩხვების განვითარებისას.
საჭიროა ექიმის ინფორმირება აღნიშნული ან სხვა დაავადებების შესახებ. თუ პრეპარატის მიღებისას განვითარდება ზემოთ აღნიშნული რომელიმე დაავადება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ამის შესახებ ეცნობოს ექიმს.
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებისას ექიმს უნდა ეცნობოს კონტრაცეპტივის მიღების შესახებ, ვინაიდან იგი იწვევს ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის შეცვლას.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები (ეპილეფსიის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მცენარე კრაზანას პრეპარატები) ამცირებენ ლინდინეტის მოქმედების ეფექტურობას.
შესაძლოა წამლისმიერი ურთიერთქმედების განვითარება სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც პაციენტი იღებდა წარსულში და მიიღებს მომავალში. ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს როგორც ექიმი, ასევე პროვიზორი.
ლინდინეტი 20-ის ერთდროული გამოყენების დროს რიფამპიცინთან, საჭიროა კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, რომლის მიღება უნდა გაგრძელდეს შემდგომი 4 კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსის დამთავრების შემდგომ.
ლინდინეტი 20-ის ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შეცვლა.
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღების წინ პაციენტმა უნდა გაიაროს საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური შემოწმება, რათა გამოვლენილი იქნას ის დაავადებები, რომლებიც წარმოადგენენ წინააღმდეგჩვენებას ჰორმონალური კონტრაცეფციისათვის.
შემდგომში, პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მიერ რეგულარული კონტროლი.
კონტრაცეფციულ ტაბლეტებს გააჩნია რიგი უპირატესობა სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან:
-ისინი წარმოადგენენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდს; ხოლო ჩასახვის უნარი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
-კონტრაცეფციული ტაბლეტების მიღებისას მენსტრუაცია ხდება რეგულარული, უფრო ხანმოკლე და მცირდება სისხლდენა;
-მენსტრუაცია ხდება უმტკივნეულო ან ნაკლებად მტკივნეული;
-ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ამცირებს ანემიის რისკს, მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების და საშვილოსნოს გარე ორსულობის განვითარების ალბათობას და საშვილოსნოს, საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლების დაავადებებს.
თუ არსებობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზების განვითარების მაღალი რისკი (თამბაქოს მოწევა, ასაკი 35 წლის ზევით, თრომბოზის ოჯახური ანამნეზი, სიმსუქნე, ნივთიერებათა ცვლის საშუალო ხარისხის დარღვევა, გულის მანკები, გულის რითმის დარღვევა). შაქრიანი დიაბეტის, წარსულში დეპრესიის, ოტოსკლეროზის, გაფანტული სკლეროზის (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები), ეპილეფსია, ქორეა, ტეტანია, თირკმელების დაავადებები, პორფირია (პორფირინის ცვლის დარღვევა), სარძევე ჯირკვლების დაავადებები _ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევის დროს ოჯახში, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა), საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის შაკიკის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ხორცილედება ხშირი სამედიცინო შემოწმებების პირობებში.
ჩასახვის საწინააღმედეგო ტაბლეტების მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის ინფექციური ანთების დროს ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე.
ჭარბი დოზირება: ტაბლეტების ჭარბი დოზირებისას მძიმე მდგომარეობა არ აღინიშნება, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მცირე სისხლდენა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის ინფორმირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი