აზავიტი
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
ლუთეინი 6 მგ
ზეაქსანტინი 1 მგ
მოცვის ექსტრაქტი 100 მგ
ეუფრაზიის ექსტრაქტი 100 მგ
გინკგო ბილობა 100 მგ
ტაურინი 80 მგ
ვიტამინი А 400 ს.ე.
ვიტამინი Е 3.6 მგ
ვიტამინი В1 1,5 მგ
ვიტამინი В2 3მგ
ვიტამინი B6 2 მგ
ვიტამინი С 60 მგ
ნიაცინი 4.8 მგ
თუთიის ოქსიდი 3 მგ
ქრომი 50 მკგ
სელენი 25 მკგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
აზავიტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული კაროტინოიდები, ვიტამინები და მიკროელემენტები.
გამოყენების ჩვენებები:
აზავიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპიისათვის:
- თვალების გადაღლა და გადაძაბვა ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ავტომობილის მართვის, კონტაქტური ლინზების ტარების, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად (ასთენოპიური სინდრომი, „მხედველობის გადაძაბვის“ სინდრომი)
- ჰემერალოპია (ადაპტაციის მექანიზმების გაუარესება ცუდი განათების პირობების მიმართ ან სიბნელესადმი)
- აღდგენითი პერიოდი თვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ
- ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია (ქორიორეტინალური დისტროფია)
- პირველადი გლაუკომა
- კატარაქტის პროფილაქტიკა
- ბადურის ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები
- მიოპია, აკომოდაციის დარღვევა, „თვალის გადაღლის“ სინდრომი, ბადურის ანთებითი პროცესები
- რეტინოპათიის პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტებში
- მოხუცებულობითი კატარაქტის, სენილური მაკულოდისტროფიის, ბადურის სხვა დაავადებების პროფილაქტიკა
- ქსეროფთალმია
- კერატომალაცია
- კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული გართულებების პროფილაქტიკა
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი :
მოზრდილებში და 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის განზავება მცირე რაოდენობის სითხეში, კოვზზე. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს. მედიკამენტის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
- ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ
- ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
სიფრთხილის ზომები:
არ არის რეკომენდებული მითითებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია აღინიშნოს შარდის შეფერვა ყვითლად (ამ სიმპტომს განაპირობებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რიბოფლავინი და მას კონკრეტული კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.
მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინებთან ერთად აზავიტის მიღება ჰიპერდოზირების განვითარების საშიშროების გამო.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური თერაპიის ჩატარება: აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფის შიდა მხარეზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
Fortex Nutraceuticals Ltd, 1362 Prohladen kut str. სოფია, ბულგარეთი
მარკეტინგული ავტორიზაციის უფლების მფლობელია:
Rich Pharma LP, დიდი ბრიტანეთი