ბეტამოქს პლიუს

400მგ/5მლ + 57მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის

(ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა)

ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა.

- შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი ჩვეულებრივ ენიშნებათ ბავშვებს ან ჩვილებს.

დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა; მედიკამენტი შესაძლოა მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაავადების ნიშნები ერთნაირია. 

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან იმ გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

1. რა არის ბეტამოქს პლიუს 400  და რისთვის გამოიყენება

ბეტამოქს პლიუს 400 არის ანტიბიოტიკი და კლავს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ინფექციებს.

შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს სახელად ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი ეკუთვნის პენიცილინებად წოდებულ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც, ზოგჯერ, შესაძლოა ხელი შეეშალოს მოქმედებაში (გახდეს უმოქმედო). მეორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ახდენს მსგავსი ფაქტის თავიდან აცილებას. ბეტამოქს პლიუს 400 გამოიყენება ჩვილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

- შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი

- სასუნთქი გზების ინფექციები

- საშარდე გზების ინფექციები

- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები

- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

 

2. ბეტამოქს პლიუს 400-ის მიღებამდე

არ მისცეთ ბეტამოქს პლიუს 400 თქვენს ბავშვს

- თუ აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქს პლიუს 400-ის სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6). 

- თუ ოდესმე ჰქონია მწვავე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა იყოს კანის სიწითლე ან სახის ან კისრის შეშუპება.

- თუ ოდესმე ჰქონია ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (მოყვითალო კანი), როდესაც მიიღო რომელიმე ანტიბიოტიკი.

არ მისცეთ ბეტამოქს პლიუს 400 თქვენს ბავშვს თუ  მას შეესაბამება ზემოთ აღწერილი რომელიმე პირობა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ ბეტამოქს პლიუს 400-ს მას მისცემთ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ბეტამოქს პლიუს 400-ის მიმართ

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სანამ ამ მედიკამენტს თქვენს ბავშვს მისცემთ თუ:

- აქვს ინფექციური მონონუკლეოზი,

- მკურნალობს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებს,

- არ აქვს რეგულარული შარდის ნაკადი.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ზემოთ აღწერილი პირობები თქვენს ბავშვს შეესაბამება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქს პლიუს 400-ის მისთვის მიცემამდე.

ზოგიერთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოარკვიოს იმ ბაქტერიის სახეობა რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგების მიხედვით, შესაძლოა დაუნიშნოს ბეტამოქს პლიუს 400-ის განსხვავებული ფორმულირება ან სხვა მედიკამენტი.

ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ

ბეტამოქს პლიუს 400-მა შესაძლოა გააუარესოს ზოგიერთი არსებული დაავადება ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება.

უნდა იყოთ ყურადღებით შემდეგ სიმპტომებზე როცა თქვენი ბავშვი ბეტამოქს პლიუს 400-ს იღებს, რათა შემცირდეს ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკი.

იხილეთ „ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ“ მე-4 ნაწილში.

სისხლისა და შარდის ანალიზები

თუ ბავშვი უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზები (როგორებიცაა ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა ან ტესტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) ან შარდის ანალიზები (გლუკოზას განსასაზღვრად), გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ექთანს ბეტამოქს პლიუს 400-ის მიღების შესახებ, რადგანაც ამ მედიკამენტს შეუძლია იმოქმედოს ამ სახის ანალიზების შედეგებზე.

ბეტამოქს პლიუს 400-ის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს ან მიიღო ამას წინათ სხვა მედიკამენტი, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

თუ ბავშვი იღებს ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) ბეტამოქს პლიუსთან ერთად, უფრო მოსალოდნელია რომ ამან გამოიწვიოს მასში კანის ალერგიული რეაქცია.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს შეუსაბამოს ბეტამოქს პლიუს 400-ის დოზა. 

თუ მედიკამენტები რომლებიც თრომბების წარმოქნმას უშლის ხელს (როგორიცაა ვარფარინი) იქნა მიღებული ბეტამოქს პლიუსთან ერთად, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.

ბეტამოქს პლიუს 400-მა შეიძლება გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედების ფორმაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ბავშვი რომელიც იღებს ბეტამოქს პლიუს 400-ს არის ორსულად ან ძუძუთი კვების პერიოდში, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაციები ბეტამოქს პლიუს 400-ის კომპონენტების შესახებ

ბეტამოქს პლიუს 400 შეიცავს ასპარტამს (E951), რაც არის ფენილალანინის წყარო. ამას შეუძლია ზიანის მიყენება თუ ბავშვი დაიბადა ფენილკეტონურიის დაავადებით. 

ბეტამოქს პლიუს 400 შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ ბავშვს აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიცემამდე.

შესაძლოა ზიანი მიაყენოს კბილებს.

3. როგორ მიიღება ბეტამოქს პლიუს 400

გამოიყენეთ ბეტამოქს პლიუს 400 ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ

ამ სუსპენზიის გამოყენება როგორც წესი არ არის რეკომენდირებული მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის რომელთა სხეულის მასა ტოლია ან აღემატება 40 კგ-ს.

რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები სხეულის მასით

ყველა დოზა გამოთვლილ იქნა ყურადღების გამახვილებით ბავშვის წონაზე კილოგრამებში.

- თქვენი ექიმი გირჩევთ ბეტამოქს პლიუს 400-ის მისაცემ დოზას თქვენი ჩვილისთვის ან ბავშვისთვის. შეფუთვა შეიცავს ამ მედიკამენტის დანიშნული დოზის გასაზომ საშუალებას (საზომი კოვზი ან პლასტმასის დოზირების შპრიცი). უნდა გამოიყენოთ იგი ჩვილისთვის ან ბავშვისთვის სწორი დოზის მისაცემად.

- ჩვეულებრივი დოზა - დღეში მიიღება ორად გადანაწილებული 25 მგ/3,6 მგ-დან 45 მგ/6,4 მგ-მდე დოზა, სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე.

- მაღალი დოზა - დღეში მიიღება ორად გადანაწილებული 70 მგ/10 მგ-მდე  დოზა, სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე.

თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

- თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესამცირებელი იყოს. ექიმმა შესაძლოა აირჩიოს განსხვავებული დოზა ან სხვა მედიკამენტი.

- თუ თქვენს ბავშვს აქვს ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება.

როგორ მიიღება ბეტამოქს პლიუს 400

- ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი აანჯღრიეთ.

- მიეცით კვების დასაწყისში ან ცოტათი უფრო ადრე.

- გაყავით დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის შუალედით თითო მიღებას შორის. არ მისცეთ ორი დოზა ერთ საათში.

- არ მისცეთ ბეტამოქს პლიუს 400 ბავშვს 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თქვენი ბავშვი თავს ისევ ავად იგრძნობს, ხელახლა უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენებამდე, სუსპენზია უნდა იქნას მომზადებული ბოთლში მოთავსებული ფხვნილისგან და შემდეგი ინსტრუქციების საფუძველზე:

- ორალური სუსპენზიის მომზადება: აანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილი რომ განცალკევდეს. დაამატეთ ცოტა წყალი და აანჯღრიეთ. დაუმატეთ მეტი წყალი ეტიკეტზე არსებულ ნიშნამდე და აანჯღრიეთ. ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი აანჯღრიეთ. 

გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული საზომი საშუალება, დოზის მკაცრად განსაზღვრისთვის. არ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კოვზები, რადგანაც არ იძლევიან დოზის მკაცრი გაზომვის შესაძლებლობას. შესაძლოა აუცილებელი იყოს საზომი საშუალების ბევრჯერ გავსება, რათა მოხდეს სრული დანიშნული დოზის მიღება. თუ შეფუთვა შეიცავს დოზირების შპრიცს ამ მედიკამენტის დანიშნული დოზის განსასაზღვრად და მისაცემად, უნდა მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ გამოყენების ინსტრუქციებს:

1. აანჯღრიეთ კარგად უკვე მზა სუსპენზია.

2. გახსენით ბოთლი და მოათავსეთ შპრიცი ბოთლის ყელში ადაპტერის  ჩასმით,

3. ამოატრიალეთ ბოთლი და ამოიღეთ ექიმის მიერ დანიშნული სუსპენზიის რაოდენობა შპრიცის დგუშის მოქაჩვით რათა გაზომოთ მისაცემი სუსპენზიის რაოდენობა. შპრიცი დაყოფილია სუსპენზიის მილილიტრებში.

4. მოათავსეთ ბოთლი საწყის პოზიციაში და ამოიღეთ შპრიცი ადაპტერიდან რომელიც ბოთლის ყელში დარჩება.

5. მიეცით მედიკამენტი ბავშვს პირდაპირ პირის ღრუში, შპრიცით. ამისათვის გყავდეთ ბავშვი სწორ მდგომარეობაში, ფრთხილად მოათავსეთ შპრიცის თავი ბავშვის პირში და მიეცით სუსპენზია ნელ-ნელა.

6. დაახურეთ თავსახური ბოთლს და ჩატოვეთ შპრიცის ადაპტერი და გარეცხეთ დოზირების შპრიცი მისი გამოყენების შემდეგ.

თუ მოხდა უფრო მეტი ბეტამოქს პლიუს 400 მიღება ვიდრე საჭირო იყო

თუ ჭარბი დოზით მიიღებს ბეტამოქს პლიუს 400-ს თქვენი ბავშვი, სიმპტომები შესაძლოა იყოს კუჭის გაღიზიანება (ღებინების შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიები. შეატყონიმეთ თქვენს ექიმს როგორც კი შეძლებთ. წაიღეთ ბეტამოქს პლიუს 400-ის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.

თუ დაგავიწყდათ ბეტამოქს პლიუს 400-ის მიღება

თუ დაგავიწყდათ ბეტამოქს პლიუს 400-ის ერთი დოზის მიცემა თქვენი ბავშვისთვის, მიეცით ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ უნდა მისცეთ მას შემდეგი დოზა ზედმეტად ადრე: დაიცადეთ დაახლოებით 4 საათი მაგ დოზის მიცემამდე.

თუ შეწყვეტთ ბეტამოქს პლიუს 400-ის მიღებას

გააგრძელეთ ბეტამოქს პლიუს 400-ის მიცემა თქვენი ბავშვისთვის მკურნალობის დასრულებამდე, მიუხედავად იმისა თავს უკეთ იგრძნობს თუ არა. აუციებელია ყველა დანიშნული დოზის მიცემა თქვენი ბავშვისთვის ინფექციის დასამარცხებლად. თუ რომელიმე ბაქტერიები გადარჩნენ, შეუძლიათ ხელახლა გამოიწვიონ ინფექცია (რეციდივი).

თუ კიდევ გაქვთ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკმენტს, ბეტამოქს პლიუს 400-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არ ვლინდება ყველა ადამიანში. ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს ამ მედიკამენტთან ერთად.

ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ მოიცავს შემდეგს:

ალერგიული რეაქციები

- გამონაყარი კანზე;

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რამაც შესაძლოა გამოავლინოს წითელი მოზრდილი ლაქები ან პურპურა კანზე, მაგრამ გარდა კანისა შეუძლიათ ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე იქონიონ გავლენა;

- სიცხე, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების ანთება;

- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის (ანგიოდემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;

- გულისწასვლა.

მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოუვლინდა თქვენს ბავშვს. შეწყვიტეთ ბეტამოქს პლიუს 400-ის მისთვის მიცემა.

მსხვილი ნაწლავის ანთება

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხელ დიარეას როგორც წესი სისხლიანს ან ლორწოვანს, ტკივილს კუჭში და/ან სიცხეს.

• მიმართეთ რაც შეიძლება მალე თქვენს ექიმს რჩევისთვის, თუ თქვენს ბავშვს რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოუვლინდა. 

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ზე მეტს 10 ადამიანში:

- დიარეა (მოზრდილებში).

ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 10 ადამიანში:

- კანდიდოზი (საშოს, პირის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), 

- ღებინების შეგრძნება (გულისრევა) განსაკუთრებით მაღალი დოზის დროს

• თუ მოხდა, მიეცით ბეტამოქს პლიუს 400 კვებამდე

- ღებინება;

- დიარეა (ბავშვებში).

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 100 ადამიანში:

- გამონაყარი კანზე;

- ჭინჭრის ციება;

- დისპეფსია;

- თავბურსხვევა; 

- თავის ტკივილი.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:

- ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტები) მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 1000 ადამიანში:

- გამონაყარი კანზე, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას პატარა ბუშტები (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც ირგვლივ უფრო ფერმკრთალია და შემოსაზღვრულია მუქი ხაზით - მულტიფორმული ერითემა).

• თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.

იშვიათი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლის ანალიზებში გამოვლინდეს:

- კოაგულაციაში ჩართული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება,

- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

სხვა გვერდითი მოვლენები

გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები ძალიან ცოტა ადამიანში, მაგრამ ზუსტი სიხშირე უცნობია:

- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);

- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);

- კანის მძიმე რეაქციები:

- კანის გამონაყარი რომელიც ვრცელდება ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, კერძოდ პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს-ჯონსის სინდრომი), და სხვა უფრო მძიმე ფორმა რაც იწვევს კანის მნიშვნელოვან აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

- კანის მოწითალო გამონაყარი და გავრცელებული პატარა ჩირქოვანი ბუშტუკები (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);

- ქერცლიანი და წითელი გამონაყარი და კანქვეშა ამობურცულებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

• მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ შეამჩნევთ ამ რომელიმე სიმპტომს. 

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

- სიყვითლე, გამოწვეული ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერება) მომატებით სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ბავშვის კანისა და თვალების თეთრი ნაწილის მოყვითალო შეფერილობა.

- თირკმლის მილაკების ანთება;

- სისხლის შედედების დროის მომატება;

- ჰიპერაქტიურობა;

- კონვულსიები (ადამიანებში რომლებიც იღებენ ბეტამოქს პლიუს 400-ის მაღალ დოზას ან აქვთ თირკმლის პრობლემები;

- შავი ენა, გამოიყურება როგორც თმიანი;

- ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რაც როგორც წესია გამოხეხვასთან ერთად ქრება.

გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ან შარდის ანალიზებში გამოვლინდეს:

- ლეოკოციტების რაოდენობის მკაფიო შემცირება;

- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია);

- კრისტალები შარდში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები რომლებიც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ბეტამოქს პლიუს 400

შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში რათა დაიცვათ ნესტისგან.

წყალში გახსნის შემდეგ, ორალური სუსპენზია უნდა იყოს ბოთლში, და კარგად თავდახურული ინახებოდეს მაცივარში (2°C - 8°C) და გამოყენებულ იქნას 10 დღის ვადით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და  შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბეტამოქს პლიუს 400 შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ბეტამოქს პლიუს 400 თუ გამოვლინდა გაუარესების აშკარა ნიშნები.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. 

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ.

ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. სხვა ინფორმაციები

როგორია ბეტამოქს პლიუს 400-ის შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.

წყალში გახსნის შემდეგ, ორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 57 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით).

- სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, ტუტი-ფრუტის ესენცია, ქარვის მჟავა, ასპარტამი (E 951) და საქაროზა.

როგორ გამოიყურება ბეტამოქს პლიუს 400 და როგორია მისი შეფუთვა

ორალური სუსპენზიის ფხვნილი მოთავსებულია მუქი ფერის მინის ბოთლებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ურღვევი თავსახურით. ბოთლები მოთავსებულია მუყაოს ყუთებში, მისაღები დოზის განმსაზღვრელ საშუალებასთან ერთად (საზომი კოვზი ან დოზირების შპრიცი).

ხელმისაწვდომია 60 მლ და 100 მლ-იან შეფუთვებში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია