ANDROSITOL® PLUS არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით, სასარგებლო ნუტრიენტების დამატებითი მიღების უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში. სელენი უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს. გარდა ამისა, სელენი და ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ANDROSITOL® PLUS არ შეიცავს შაქარს.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ANDROSITOL® PLUS-ის თითოეული კომპონენტი?

მიო-ინოზიტოლი: იგი არის სათესლე სითხეში ფიზიოლოგიურად არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიო-ინოზიტოლი ჩართულია სპერმატოზოიდის მოძრაობის და მომწიფების პროცესში ისევე როგორც უზრუნველყოფს ნორმალურ მორფოლოგიას. მიო-ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც რიგი ჰორმონების, მათ შორის FSH და ინსულინის მეორადი მესენჯერი და ამით პოზიტიურად მოქმედებს რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენაში. არის სპერმატოზოიდების მომწიფებისა და მოძრაობის, მათი კარგი მორფოლოგიისათვის აუცილებელი კომპონენტი;

N-აცეტილცისტეინი: იგი ხასიათდება მუკოლიზური აქტივობით და საჭიროა სპერმის მაღალი ვისკოზურობის დროს. მისი საშუალებით სპერმატოზოიდს აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი.

ვიტამინი E: იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

L-კარნიტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სათესლის და ეპიდიდიმალურ დონეზე.

L - არგინინი: არის უჯრედების დაყოფის პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მომწიფებას.

ალფა-ლაქტალბუმინი: იგი არის რძის შრატის პროტეინი. ალფა-ლაქტალბუმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან ნივთიერებების, მათ შორის ინოზიტოლის, შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ოპტიმალური, ფიზიოლოგიური ნაწლავური მიკროგარემოს აღდგენას.

ფოლიუმის მჟავა: იგი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა უკავშირდება ჰიპერჰომოცისტეინემიასა და სუბფერტილურ მდგომარეობას.

სელენი: უზრუნველყოფს  ნორმალურ სპერმატოგენეზს.

როგორ მიიღება  ANDROSITOL® PLUS?

რეკომენდირებულია დღეში ერთი პაკეტის მიღება. უმჯობესია არ დაამთხვიოთ კვებას.  გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).

ANDROSITOL® PLUS-ს შემადგენლობა: სრული ინგრედიენტების ჩამონათვალისთვის, იხილეთ ეტიკეტი. შეიცავს დამატკბობლებს, არ შეიცავს შაქარს. შაქრის შემცველობა 0,5%-ზე ნაკლებია.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მისცეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს. შეინახეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულ დოზირებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი. ის შეიცავს რძის პროტეინს. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას. ვადა მითითებულია კოლოფზე.

ANDROSITOL® PLUS შეფუთვა : 3.0 გრამიანი 14 პაკეტი          

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com                                                                                        

ოფიციალური წარმომადგენელი

საქართველოში: შ.პ.ს.“ინოტიმი”

მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: info@innoteam.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია