მწარმოებელი: BIOTECHNOS,რუმინეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ქონდროპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური  ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც

1 მლ

ზღვის ორგანიზმებისაგან მიღებული ექსტრაქტი ....... 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ალფუტოპს ოსტეოართროზის სხვადასხვა ფორმის დროს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი თრგუნავს ნორმალური ქსოვილების მაკრომოლეკულურ სტრუქტურას, იგი ინტერსტიციური ქსოვილებისა და სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს. ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილების რეგენერაციის უნარი დამოკიდებულია გიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვასა და გიალურინის მჟავას ბიოსინთეზის ნორმალიზაციასთან. ზემოთაღნიშნული ორივე მოვლენა სინერგულია და განაპირობებს ქსოვილებში ანთების საწინააღმდეგო მოქმედებასა და

ქსოვილების აღდგენითი პროცესების აქტივაციას (ნაწილობრივ, ხრტილის სტრუქტურის აღდგენას).  

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დეგენერაციული რევმატიული დაავადებების გონართროზი, კოკსქრთროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პოლიოსთეოართროზისა და ოსტეოარტროზის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთებში 1 მლ-ის ოდენობით დღეში (სულ 20 ინექცია). მსხვილი სახსრების უშუალო დაზიანების შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ სახსარშიდა ინექციის სახით დოზით 1-2 მლ თითოეულ სახსარში 3-4 დღის ინტერვალით. თითოეულ სახსარში სულ 5-6 ინექცია. შესაძლებელია სახსარშიდა და კუნთებში ინექციის კომბინაცია. მკურნალობის კურსის განმეორება დასაშვებია 6 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ქავილით მიმდინარე დერმატიტი, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება ინექციის ადგილზე. ცალკეულ შემტხვევებში სახსარშიდა ინექციის დროს შესაძლებელია ტკივილის სინდრომი.

უკუჩვენებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება გრილ 8-25°C , სინათლისაგან და დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია