დევიტ-3

საკვები დანამატი

 

1. პროდუქტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

თითოეული ბოთლი (20 მლ.) შეიცავს 500 000 ს.ე. ვიტამინ D3-ს.

ყოველი წვეთი (0.02 მლ.) შეიცავს 12.5 მკგ. (500 ს.ე.) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3-ს).

2. დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილჰიდროქსიანისოლი 1,5 მგ / 20 მლ.

3.ფარმაცევტული ფორმა:

ორალური წვეთები

მოყვითალო ზეთოვანი ხსნარი, დამახასიათებელი უმნიშვნელო სუნით.

4.კლინიკური მახასიათებლები:

4.1. გამოყენების რეკომენდაცია

დევიტ-3

- D3 ვიტამინის ნაკლებობა/დეფიციტი

- D3 ვიტამინის მალაბსორბციასთან დაკავშირებული ნაკლებობა/დეფიციტი

- რაქიტი

- ოსტეომალაცია, განპირობებული D3 ვიტამინის დეფიციტით

- ოსტეოპოროზი

- სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა

- სპაზმოფილია

- მოტეხილობები

- ძვალ-სახსართა სისტემაზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი

4.2. მიღების წესი:

დევიტ-3 ინიშნება ორალურად (დასალევად).

ჩვილი ბავშვის შემთხვევაში დევიტ-3_ის წვეთები შესაძლოა გაიხსნას საკვებში (რძეში).

ასაკი

 

0 – 4 წელი                  

წვეთების დღიური რაოდენობა / დღე

 

1 წვეთი

ს.ე. / დღიური რაოდენობა

 

500 ს.ე. ვიტამინი D3

 

4-10 წელი

1-2 წვეთი

 500-1000 ს.ე. ვიტამინი D3

11 და ზევით

1-3 წვეთი

500-1500 ს.ე. ვიტამინი D3

დამატებითი ინფორმაცია/განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა: არ არის მონაცემები.

თირკმლის უკმარისობა: არ უნდა იქნას გამოყენებული კალციუმთან ერთად თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

პედიატრიული პაციენტები: მიღების შესახებ ინფორმაცია მოცემულია აღნიშნულ ანოტაციაში.

გერიატრიული პოპულაცია: არ არის მონაცემებ

4.3.  წინააღმდეგჩვენებები

დევიტ-3 წინააღმდეგნაჩვენებია ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია D ვიტამინის ან პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. მწვავე ჰიპერტენზია, შორსწასული ათეროსკლეროზი და ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა არის ის მდგომარეობები, რომელთა დროსაც დევიტ-3_ის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღება უკუნაჩვენებია.

5. ფარმაცევტული თავისებურებები

5.1. დამხმარე ნივთიერებები

მზესუმზირის ზეთი

5.2. შენახვის ვადა: იხ. შეფუთვაზე.

6. ნუ მიიღებთ დევიტ-3-ს თუ:

- ხართ ალერგიული ქოლეკალციფეროლის ან პროდუქტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ   

- გაქვთ კალციუმის მაღალი შემცველობა სისხლში ან მომატებული გაქვთ კალციუმის გამოყოფა შარდით; თუ მკურნალობთ ბენზოდიაზეპინებით ან მისი ნაწარმით.

- გაქვთ კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები

- გაქვთ ჰიპერ-D-ვიტამინოზი

- გაქვთ მწვავე არტერიოსკლეროზი (არტერიების კედლის გამკვრივება-გამაგრება)

- გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე მოშლა

7. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

როგორც ნებისმიერ საკვებ დანამატს, აღნიშნულ პროდუქტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ, რათქმაუნდა, ყველას არ გამოუვლინდება ისინი. გვერდითი მოვლენები ფიქსირდება პროდუქტის დოზის გადამეტების შემთხვევაში: მეტაბოლიზმის დარღვევა - კალციუმის მომატებული კონცენტრაცია სისხლსა და შარდში (ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია). გასტროინტესტინური დარღვევები - შეკრულობა, შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა. აღნიშნული გამოვლინებების სიხშირე ცნობილი არ არის.

8. ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

9. შენახვის პირობები:

პროდუქტი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს. პროდუქტის გახსნამდე შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, ბოთლის გახსნის შემდგეგ 25˚C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ პროდუქტი მისაღებად ვარგისია 10 თვის განმავლობაში.

10. აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

11. გამოშვების ფორმა:

დევიტ-3 ორალური წვეთები 20 მლ. მინის ბოთლში.

პროდუქტის მფლობელი:

Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.

Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16

Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10

www.dermoclean.com

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს.ბროქემ გეორგია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია