ვენოფერი
(Venofer)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ამპულები 5 მლ, შეფუთვაში 5 ცალი, 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 20მგ რკინას

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანემიური საშუალება

ფარმაკოკინეტიკა:
რკინის შეწოვისას მისი მაქსიმ. კონცენტრაცია აღინიშნება 10 წუთის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემიის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის დარღვევისას, რკინის პერორალური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობა ან მათ მიმართ აუტანლობა

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა, ორგანიზმის რკინით გაჯერების ნიშნები, ბრონქული ასთმა, მწვავე ინფექციები

ორსულობა და ლაქტაცია:
1 ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, 2 და 3 ტრიმესტრში ინიშნება სიფრთხილით

გვერდითი მოვლენები:
პარესთეზიები, ჰიპოტენზია, დისპეფსიური მოვლენები, ინექციის ადგილას ფლებიტის განვითარება,

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ ხანგრძლივი ინექციის ან წვეთოვანის სახით. ინფუზიის დროს პრეპარატის 1 მლ ანზავებენ 20 მლ ფიზიოლ. ხსნარში (5 მლ-100მლ) და მიღებული ხსნარი შეჰყავთ სიჩქარით 15 წთ (10მლ-200მლ-ში, 30წთ და ა.შ.) ვენაში ინექციის დროს კონცენტრირებული განუზავებელი სახით შეჰყავთ ვენაში ნელა 1მლ/წთ სიჩქარით (5მლ/5წთ). ინექციის შემდეგ აუცილებელია ხელის გაშლილ მდგომარეობაში დაფიქსირება. მოზრდილებსა და ხანდაზმულებში პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ დოზით 5-10 მლ 2-3-ჯერ კვირაში. ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია

განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატის გამოყენება კუნთში დაუშვებელია, ზომიერად გამოხატული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება, ხოლო მძიმე ალერგიული რეაქციის დროს საჭიროა დაუყონებლივ ადრენალინის შეყვანა. აუცილებელია თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის ნემსით დაზიანება და პრეპარატის გაჟონვა. პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში დასაშვებია მხოლოდ ფიზიოლოგიურ ხსნართან

ვადა 3 წელი

გერმანია VIFOR-ALTANA

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია