დეოქსიოდი

Deoksiod

 

სავაჭრო დასახელება: დეოქსიოდი
წამლის ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: ბეტა-კაროტინი 30% ზეთოვანი სუსპენზიის სახით - 6 მგ, α-ტოკოფერილაცეტატი - 15 მგ, ასკორბინის მჟავა - 75 მგ, იოდი კალიუმის იოდიდის სახით - 0,1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული, ფუტკრის ცვილი, ლეციტინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბენზოატი E-211, ტიტანის დიოქსიდი E-171, საღებავი: შესანიშნავი წითელი E-129.
აღწერილობა
რბილი ჟელატინის, მოგრძო ფორმის, დრეკადი, წითელი კაფსულები ნაწიბურებით.
კაფსულის შიგთავსი – წითელი ფერის ზეთოვანი სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვისას შესაძლოა აღინიშნოს ნარევის განშრევება.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინების მინერალებით
ათქ კოდი A11JB
ფარმაკოლოგიური თვისებები
დეოქსიოდის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი შემდეგი ვიტამინების კომპლექსური მოქმედებით: ასკორბინის მჟავა, α-ტოკოფერილაცეტატი, β-კაროტინი და მიკროელემენტი იოდი.
ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგვა-აღგენითი პროცესების დარეგულირებაში, ააქტიურებს ნახშირწყლების და ცილების ცვლას, აძლიერებს ქოლესტერინის მეტაბოლიზმს, ზრდის სისხლის შედედების უნარს, აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციას, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს რკინის შეწოვას. იგი ზრდის ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებელობებს და აძლიერებს ინფექციების მიმართ რეზისტენტობას.
α-ტოკოფერილაცეტატი თრგუნავს ორგანიზმში ცხიმების დაჟანგვას და ტოქსიკური ზეჟანგის წარმოქმნას, არეგულირებს რა არაგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებში კავშირის გამძლეობას. იგი ახდენს ერითროციტების, ენდოთელიოციტების, ენტეროციტების და ა.შ. გარსების სტრუქტურების და ფუნქციების ნორმალიზებას. ტოკოფეროლი მონაწილეობს კოლაგენის, ჰემის და ცილების ბიოსინთეზში, ააქტიურებს უჯრედების პროლიფერაციას, ქსოვილოვანი სუნთქვის ფუნქციას და უჯრედოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებს. ხელს უწყობს გონადოტროპინების წარმოქმნას, სპერმატოგენეზს, განვითარებული კვერცხუჯრედების, პლაცენტის განვითარებას.
β-კაროტინს გააჩნია ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქტიურ ჟანგბადთან შეკავშირების უნარის წყალობით, რაც იცავს უჯრედულ სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების მიერ დაშლისაგან, რომლებიც დიდი რაოდენობით წარმოიქმნებიან არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ან ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების განვითარებისას.
იოდი აქტიურ ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე და აძლიერებს დისიმილაციის პროცესებს, შესაბამისად იგი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ენდოგენური სინთეზისათვის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მორფოფუნქციური მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ეპითელიუმის უჯრედებში მოხვერილი იოდიდი ფერმენტ იოდიდ-პეროქსიდაზას ზეგავლენით განიცდის დაჟანგვას და წარმოქმნის ელემენტარულ იოდს, რომელიც შედის თიროზინის მოლეკულაში. ამასთანავე, თიროზინის რადიკალების ერთი ნაწილი თირეოგლობულინში განიცდის იოდიზაციას და წარმოქმნის თირონინებს, რომელთაგან ძირითადია თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3). თირონინები ცილა თირეოგლობულინთან ერთად წარმოქმნიან კომპლექსს, რომელიც დეპონირდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულის კოლოიდში.
ასევე ცნობილია იოდის ზეგავლენა ლიპიდების და ცილების ცვლაზე.
გამოყენების ჩვენებები
დეოქსიოდი, როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდანტური პრეპარატი ნაჩვენებია:
- კომპლექსური თერაპიის სახით დიფუზური არატოქსიური ჩიყვის დროს მოზარდებსა და მოზრდილებში;
- ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად და შესაბამისად ენდემური ჩიყვის და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ქირურგიული ოპერაციის შემდეეგ, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური პრეპარატებით ჩიყვის კომპლექსური მკურნალობის დასრულებისას;
- (C, E და A) ვიტამინების უკმარისობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის;
- ორგანიზმის რეზისტენტობის ზრდა გაცივების წინააღმდეგ;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს;
- გამოჯანმრთელების პერიოდში ხანგრძლივი და/ან მწვავედ მიმდინარე დაავადებების, მათ შორის ინფექციური დაავადებების შემდეგ;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
- არადაბალანსებული და არასრულფასოვანი კვების დროს.
გამოყენების წესი და დოზები
დეოქსიოდი მიიღება კვების შემდეგ, წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით 14 წლიდან მოზარდებში და მოზრდილებში რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობას და სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი.
სამკურნალო მიზნით პრეპარატი ინიშნება 14 წლიდან მოზარდებში და მოზრდილებში ზემოთ მოცემული ჩვენებების შესაბამისად. დეოქსიოდის დოზებს განსაზღვრავს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, ასევე ორგანიზმის მიერ A, C და E ვიტამინების და იოდის მოთხოვნილების გათვალისწინებით.
განსაკუთრებული მითითებები
დეოქსიოდი არ ინიშნება ჰიპოთირეოზის დროს, გარდა ისეთი შემთხვევებისას, როდესაც ეს უკანასკნელი გამოწვეულია იოდის გამოხატული დეფიციტით.
პრეპარატის მიღება არ არის სასურველი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს რადიოქტიური მკურნალობის პერიოდში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია მოსალოდნელია ჰიპერკალიემიის განვითარება პრეპარატით მკურნალობის ფონზე.
ხანგრძლივი მკურნალობისას და იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს იოდიზმისათვის დამახასიათებელი მოვლენები (სურდო, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და სხვა); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იოდის ნაკლებობა აძლიერებს, ხოლო იოდის სიჭარბე ასუსტებს თირეოსტატიკური საშუალებების მოქმედებას, რომლებიც მიიღება ჰიპერთირეოზის დროს.
პერქლორატი და კალიუმის თიოციანატი თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეწოვას.
თირეოტროპული ჰორმონი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას და ახდენს მისი ჰორმონების გამომუშავების სტიმულირებას.
პრეპარატის მაღალი დოზების და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთობლივად მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია.
დეოქსიოდის მაღალი დოხების და ლითიუმის პრეპარატების ერთობლივად მიღება ხელს უწყობს ჩიყვის და ჰიპოთირეოზის განვითარებას.
ერთობლივად მიღებისას კორტიკოსტეროიდები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ასევე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ამცირებენ პროვიტამინ A-ს თერაპიულ ეფექტს.
ტოკოფეროლმა შესაძლოა გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც სისხლში აღენიშნებათ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების მომატებული შემცველობა.
ასკორბინის მჟავის შეწოვა მცირდება პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას და ამასთანავე ვიტამინი C ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას და კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით მკურნალობისას.
გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – ლითონის გემო, ღებინება, დიარეა;
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – შფოთვა, თავის ტკივილი;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: პრეპარატის მაღალი დოზების (>300 მკგ/დღეში) ხანგრძლივად მიღებისას – იოდით სტიმულირებული ჰიპერთირეოზი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში კვანძოვანი ჩიყვის ან ტოქსიკური ადენომის დროს); ცალკეულ შემთხვევებში ძალიან მაღალი დოზების (>1 მგ/დღეში) მიღებისას – ჩიყვი და ჰიპოთირეოზი;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – იოდური რინიტი, იოდური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – იოდური ცხელება, იოდური ფერისმჭამელები, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.
გვერდითი რეაქციები ნაკლებ სავარაუდოა თუ დეოქსიოდი მიიღება ჩვენებების მიხედვით რეკომენდებული დოზებით.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ყავისფერი შეფერილობით, რინიტით, ბრონქიტით, გასტროენტერიტით, სახმო იოგების შეშუპებით, საშარდე გზებიდან სისხლდენით, ანურიით ან სისხლძარღვოვანი კოლაფსის სახით ლეტალური გამოსავალით.
ასეთ შემთხვევებში მიიღება ისეთ ზომები, რომლებიც მიმართულია პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნაზე – კუჭის ამორეცხვა სახამებლის ხსნარით (მანამდე, სანამ ხსნარი არ დაკარგას ლურჯ შეფერილობას) და 1% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით; სიმინდის, კარტოფილის თხელი ფაფები, ბრინჯის ან შვრიის ნახარში. ნაჩვენებია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა (სისხლის მიმოქცევის, თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება, საჭიროების შემთხვევაში ანურიის მკურნალობა, ოპიოიდური ანალგეტიკების მიღება, შემდეგ თიამაზოლის (1 ამპულა ი/ვ 3-ჯერ/დღეში) მიღება). შოკის დროს ტარდება შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა. ასევე შესაძლებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია დიურეზის გაძლიერებაზე.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებებია:
- მანიფესტური ჰიპერთირეოზი;
- სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი (იოდის დოზის მიღებისას, რომელიც აჭარბებს დღეში 150 მკგ-ს);
- დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის;
- ტოქსიური ადენომა, კვანძოვანი ჩიყვი დოზის მიღებისას, რომელიც აჭარბებს დღეში 300 მკგ-ს (გარდა პრეოპერაციული მკურნალობისა, რომელიც მიზნად ისახავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ბლოკირებას);
- ბავშვთა ასაკი 14 წლამდე;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- ჰიპერვიტამინოზი (A და E);
- მომატებული მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის, მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ ახდენს ზეგავლენას.
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულები, 10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახებ ნესტისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას 150C – 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
უს “მინსკინტერკაფსი”
ბელორუსიის რესპუბლიკა, 220075, ქ. მინსკი, ა/ი 112, ინჟენერნაიას ქ.26

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია