მწარმოებელი:

BIOTECHNOS,რუმინეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება; ქონდროპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 30 გ

100 გ

ზღვის ორგანიზმების კონცენტრატი ........      1 გ

როზმარინის ზეთი .................................... 0.75 გ

ჩვენებები:

პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, კანის დაუზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში მსუბუქი მასაჟის მეშვეობით

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია!

პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე დაუშვებელია!

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება  15-25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია