დონა ლაიფი #30კაფს
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
• სოიო ტიტრ. 40 % იზოფლავნოიდებამდე175 მგ.
• წითელი სამყურატიტრ. 8% იზოფლავონოიდებამდე125 მგ.
• მაგნიუმი56,3 მგ.
• ციმიციფუგა ტიტრ. 2.5% ტრიტერპენგლიკოზიდამდე 40 მგ
• ვიტამინი B61,4 მგ
პრეპარატში შემავალი კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების გარეშე ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას.
კომპანია ESI-ის მიერ დაპატენტებული მეთოდით მიღებული ორფაიანი კაფსულა შეიცავს 4 კომპონენტს,რომელთა ეტაპობრივი გამონთავისუფლებით მიიღება პრეპარატის გახანგრძლივებული მოქმედება.კაფსულა დამზადებულია ნატურალური მცენარეული ბოჭკოებისგან ფერმენტაციის გზით და არის ადვილად ასათვისებელი.
სოიო-გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით,რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენისა და ჩანაცვლებით ჰორმონალური თერაპიის პრეპარატებისაგან, არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ ნეიროვეგეტატიური სიმპტომების შესუსტებას, ასევე გააჩნიათ ცხიმოვანი ცვლის მარეგულირებელი,ანტითრომბოზული აქტივობა.
წითელი სამყურას ექსტრაქტი შიცავს 4 იზოფლავონოიდს: ბიოკანინი A (Biochanin A), ფორმონონეტინი (Formononetin), დეიზეინი (Daidzein), გენიცეინი (Genistein), როლებიც ნაწლავებში ტრანსფორმირდებიან ჰეტეროციკლურ ფენოლებამდე, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მაღალი მეტაბოლური აქტივობის ფიტოესტროგენებს და ეფექტურად ამცირებენ ესტროგენის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს.
ციმიციმფუგა ესტროგენის დეფიციტის დროს ესტროგენმამოდულირებელი მოქმედებით პოზიტიურად ზემოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე.
მაგნიუმიდა ვიტამინი B6ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აწესრიგებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობასდა ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას.
ჩვენებები: ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული: ალები, მომატებული გაღიზიანებადობა,დეპრესიული მდგომარეობა, სხვადასხვა ტიპის სქესობრივი დარღვევები,აგრეთვე უძილობა, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე.
განსაკუთრებული მითითება: დონალაიფის და ესტროგენის შემცველი ქიმიური პრეპარატის ერთდროული მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს მისი ეფექტი.
მიღების წესი: მიიღება დღში 1 კაფსულა ,საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას ხანგრძლივად (3 თვე)
არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.დაიცავით რეკომენდებული დოზირება.
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს