ფერუს-S 

(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სიროფი)

 

 

შემადგენლობა:

თითოეული 5მლ შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ექვივალენტური ელემენტარული რკინის     50მგ

არომატიზებული სიროფის ბაზა          q.s.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ATC Code: B03AB05

თერაპიული კატეგორია:

ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები.

მოქმედების მეთოდი:

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ფერუსი შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის სტრუქტურა მსგავსია ბუნებრივი რკინის - ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა (III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტირების გზით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში, ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინის მეშვეობით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. პრეპარატი ფერუსის გამოყენებისას არ ხდება კბილებზე ლაქების წარმოქმნა.

გამოყენების ჩვენებები: ფერუს-S ინიშნება

- რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის;

- ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის.

უკუჩვენებები: ფერუს -S უკუნაჩვენებია

- ჰიპერმგრძნობელობა;

- ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი);

- ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია;

- პეპტური წყლულის  მწვავე სტადია;

- წყლულოვანი კოლიტი

- რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);

- რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლის დროს (ტყვიის ანემია, ანემია, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია

კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე პრეპარატის გამო ორსულობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 სთ. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება ჭამის შემდეგ (წვეთები და სიროფი - შერეული ხილის, ბოსტნეულის წვენებთან ან უალკოჰოლო სასმელთან). დღიური დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის სიმწვავეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

ფერუს -S-ის სადღეღამისო დოზა (პერორალური სიროფი)

5-15 წლის ასაკის ბავშვები

მოზრდილები

ელემენტარული რკინის 50-100 მგ დღეში ანუ 5მლ 1-2 -ჯერ დღეში, ჭამის დასრულებისთანავე

ელემენტარული რკინის 100-200 მგ ანუ 10-20 მლ ჭამის დასრულებისთანავე

*თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვა დოზა

კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში - რკინის მარაგის შევსებამდე.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება შეინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

სიფრთხილე:

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წვეთები და სიროფი შეიცავს შაქარს.

შეფუთვა:

ფერუს-S: მუქი ყავისფერი სიროფი ქარვისფერ პლასტმასის150მლ ბოთლში, საზომი კოვზი, მოთავსებული შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ ტემნერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

ფერუს-S სიროფი პერორალური მიღებისთვის 3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია ინდოეთში

სკოტიშფარმა

მუმბაი

ინდოეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია