ფემოლი
Cimicifuga

სავაჭრო დასახელება: ფემოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Cimicifuga racemosa

ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.

კლიმაქსის საწინააღმდეგო  საშუალება

შემადგენლობა
ფემოლის  ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.

მოქმედების მექანიზმი
ფემოლი მცენარეული წარმოშობისაა. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები-ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ფემოლს  ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით. ფემოლის მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღების დაწყებიდან 2 კვირაში.

გამოყენების რეკომენდაცია:
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მომატებული გაღიზიანებადობა;
- ხასიათის ლაბილობა;
- ძილის დარღვევა;
- გულისცემის გაძლიერება.

უკუჩვენება
- ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ფემოლის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ფემოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი
ფემოლი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს.
ფემოლის  ტაბლეტები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
ფემოლის  მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, ფემოლის  შემდაგენელი კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
 ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 40 მგ; 20 ტაბლეტი ფლაკონში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი.

მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია