ფიტოპროგესტი

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციმიციფუგას (Black Cohosh) მშრალი ექსტრაქტი -250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაჰორმონული ანტიკლიმაქტერული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოპროგესტი - მცენარეული წარმოშობის, ესტროგენის მსგავსი პრეპარატია, ანტიკლიმაქტერული და დამამშვიდებელი მოქმედებით.  აქტიური კომპონენტები შეიცავენ ორგანოსელექციურ და მაღალსპეციფიურ ფიტოესტროგენებს, გამოხატული დოფამინერგული მოქმედებით.  ფიტოპროგესტი გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს, პრე- და კლიმაქტრულ პერიოდში, ასევე რეპროდუქტიულ ასაკში ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური კომპონენტები უკავშირდებიან  ესტროგენულ რეცეპტორებს, (მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ - ოვარიულ სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას. რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინიზირებელი  და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებით. ფიტოპროგესტი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ძვლოვან ქსოვილში, რაც დასტურდება რეპარაციული პროცესების ბიოქიმიურ მარკერებზე ზემოქმედებით(ძვალ-სპეციფიური ტუტე ფოსფატაზა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი).  კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფიტოპროგესტის მოქმედება უტოლდება კონიუგირებული ესტროგენების ეფექტს, მენოპაუზის დროს არსებული დარღვევების შესაფასებელი MRS შკალით. ფიტოპროგესტი ასტიმულირებს საშოს ზედაპირული ეპითელიოციტების პროლიფერაციას, არ იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის დაქვეითებას ნორმალური მაჩვენებლის ქვემოთ, რითაც ხელს უწყობს საკუთარი ესტროგენების პროდუქციას და საკვერცხეების ფუნქციის შენარჩუნებას. ფიტოპროგესტი, ესტროგენული პრეპარატებისგან განსხვავებით, არ ახდენს ენდომეტრიუმის პროლიფერაციის ინიცირებასა და სარძევე ჯირკვლის ესტროგენდამოკიდებული კარცინომის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას..

ფიტოპროგესტის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

ჩვენებები:

  • ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები პრე- და კლიმაქტერულ პერიოდში (სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება), ღამის ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის არასტაბილურობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, დეპრესია და სხ)
  • პრეკლიმაქსური, კლიმაქსური და პოსტკლიმაქსური სინდრომი
  • ესტროგენებისა და პროგესტერონის ბალანსის დარღვევა
  • ოვულაციის დარღვევა და უშვილობისკენ მიდრეკილება
  • მენსტრუალური ციკლის დისფუნქციური მოშლა, მათ შორის PMS
  • ალგომენორეა (მენსტრუალური სპაზმები)
  • მასტოპათია
  • ესტროგენდამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა.  კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების დროს, პაციენტებში, რომლებიც გადიან ან გაიარეს მკურნალობის კურსი.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

დამოკიდებულება სხვა მედიკამენტებთან:

ესტროგენის მსგავსი პრეპარატების მოქმედების გაძლიერების გამო, ფიტოპროგესტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღება  შეიძლება გაგრძელდეს 1 დან 6 თვემდე, დანიშვნის ჩვენებებიდან გამომდინარე. კლიმაქტერული სიმპტომების აღმოსაფხვრელად სასურველია მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია