ელევიტ პრონატალი
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ელევიტ პრონატალი
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები
აღწერილობა
წაგრძელებული, მონაციხფრო-ყვითელი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:
ვიტამინები:
ვიტამინი A (პალმეტატი) |
3600 სე |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) |
500 სე |
ვიტამინი E (a-როკოფეროლის აცეტატი) |
15 მგ |
ვიტამინი C (კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი) |
100 მგ |
ფოლიუმის მჟვა (ვიტამინ B9) |
0.8 მგ |
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) |
1.6 მგ |
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) |
1.8 მგ |
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) |
2.6 მგ |
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) |
4 მკგ |
ნიკოტინამიდი (ვიტამინ PP) |
19 მგ |
ბიოტინი |
200 მკგ |
კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინ B5) |
10 მგ |
მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:
კალციუმი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, კალციუმის პანთოტენატი, კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი) |
125 მგ |
მაგნიუმი (მაგნიუმის მსუბუქი ოქსიდი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი) |
100 მგ |
ფოსფორი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი) |
125 მგ |
რკინა (რკინის ფუმარატი) |
60 მგ |
თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) |
7.5 მგ |
სპილენძი (სპილენძის უწყლო სულფატი) |
1 მგ |
მანგანუმი (მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი, რკინის ფუმარატი) |
1 მგ |
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (E421), მანიტოლი (E421), მაკროგოლი 400, გლიცეროლის დისტეარატი (E472), ჟელატინი (E441), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ეთილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი K90, პოვიდონი K30
გარსი: P ჰიპრომელოზა,ტილცელულოზის წყლიანი დისპერსია, მაკროგოლი 6000, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ათქ კოდი: A11AA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ელევიტ პრონატალი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. ამ კომპონენტების დოზები შეესაბამება დოზებს, რომელიც რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალების საკვების რაციონისთვის. ელევიტ პრონატალი ავსებს ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მოთხოვნილებას.
ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ნაყოფის სწორი განვითარებისა და ზრდისთვის, მეტაბოლიზმის სწორი მიმდინარეობისათვის (ლიპიდების, ტუკლეინის მჟავების და პროტეინების ფორმირება; ამინომჟავების, კოლაგენის და ნეირომედიატორების სინთეზი).
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B1 მონაწილეობას იღებს გულის ნორმალურ მოქმედებაში, რაც განპირობებულია ნორმალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებით.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს, მათ შორის კანის უჯრედების.
ბიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას, კბილების, ღრძილების; ასევე, მოქმედებს ეროთროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამცირებს გულის რევის შეტევების რაოდენობას და ღებინებას ორსულობის დროს ქალებში ტოქსიკოზისას.
ვიტამინი С მონაწილეობას იღებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაჟანგვის პროცესებში, შემაერთებელი ქსოვილის ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ანორმალიზებს კაპილარების შეღწევადობას. ვიტამინი С ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით პროცესებს.
ვიტამინი D3 დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებაში ორსულ ქალებში.მისი ნაკლებობის დროს ბავშვებში თავს იჩენს რაქიტიზმი, ხოლო უფროსებში ძვლის ქსოვილში მცირდება კალციუმის შემადგენლობა (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი E - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სისხლის მომატებულ შედედებას და დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლისმიმოქცევაზე. მონაწილეობას იღებს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების პროცესში, გულისა და სისხლძარღვების, სქესობრივი ჯირკვლების. ვიტამინი E-ს ნაკლებობა ორსულობის ადრეულ პერიოდში შეიძლება გახდეს ნაყოფის მოშლის მიზეზი.
ბიოტინი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ცილების მონელებაში.
კალციუმის პანთოტენატი მონაწილეობას იღებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლურ პროცესებში.
ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში, პურინისა და პირიმიდინის ფუძეების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ამცირებს დნმ-ის ბიოსინთეზს და იწვევს უჯრედოვანი რეპლიკაციის მოშლას. ამის შედეგად, შესაძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესისა და ნაყოფის ნერვული სისტემის მოშლა ორსულობისას.
ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენის პროცესებში, უზრუნველყოფს წყალბადისა და ფოსფატის გადატანას.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხოვანი და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ის, ასევე, მონაწილეობს რკინის აბსორბციის პროცესში.
მაგნიუმი მონაწილეობას იღებს კუნთებისა და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ასევე, მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზში.
რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის მოლეკულის გადატანაში და ხელს უშლის ანემიის განვითარებას ორსულ ქალებში, განსაკუთრების II და III ტრიმესტრში.
მანგანუმი მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციის პროცესში.
სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალურ ფუნქციონირებაში და რკინის ცვლაში.
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ფორმირებისათვის და ქსოვილების რეგენერაციიისათვის, შედის რამოდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში, ინსულინის ჩათვლით, ამცირებს მთელ რიგ მუცელშიდა ანომალიების განვითარების რისკს.
ფოსფორი ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში მონაწილეობს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზმის ენერგეტიკული სისტემისათვის. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას, ააქტიურებს სისხლწარმოქმნას.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური თვისებები მოქმედი ნივთიერებების ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში.
მოცემული პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები-ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები - წარმოადგენს ჩაუნაცვლებელ კვების ელემენტებს, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი ადამიანის ორგანიზმში.
კვების ელემენტების შემადგენლობა პლაზმაში და ქსოვილში რეგულირდება ჰომეოსტაზის მიერ და განპირობებულია მრავალ ფაქტორზე, ისეთი როგორიცაა სადღაღამისო მერყეობა, კვების მდგომარეობა, ზრდა, ორსულობა და ლაქტაცია.
გამოყენების ჩვენებები
ორსულობის დაგეგმვისა და ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს პროფილაქტიკასა და შევსების მიზნით, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის დროს, რაც გამოწვეულია ვიტამინებისა და მინერალების მაღალი მოთხოვნით არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვებით.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ქალებს ორსულობამდე (დაგეგმვისას ერთი თვით ადრე ჩასახვამდე), ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტის შიგნით მიღება უმჯობესია საკვებთან ერთად, მთლიანად გადაყლაპვით და ჭიქა წყლის დალევით (250 მლ). დილის გულისრევის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღისით ან საღამოს.
ბავშვები და მოზარდები:
გოგოები - მოზარდები 12-18 წლამდე ასაკის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ ორსულებას ან ძუძუთი კვებავენ: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ.
პაციენტები თირკმლების ფუნქციის მოშლილობით:
ელევიტ პრონატალი უკუნაჩვენებია თირკმლების ფუნქციის მოშლილობის დროს. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მოშლილობით:
ელევიტ პრონატალის მიღება რეკომენდებულია სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, მაგრამ იშვიათ შემვევებში შესაძლებელია დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება, დიარეა, გულისრევა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის გაღიზიანება, კანზე გამონაყარი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა (დაკავშირებულია პრეპარატში ვიტამინი B2-ის შემცველობასთან და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა) პრეპარატი შეიცავს რკინას, რასაც შეიძლება მოყვეს განავლის შავ ფერად შეღებვა. ეს ეფექტი უსაფრთხოა და არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.
C ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერკალციურია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე რეაქციების, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატოის კომპონენტების მიმართ, A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, ვიტამინ A-სთან ან სინთეზურ იზომერებთან - იზოტრერინოინით და ეტრეტინატით (ბეტა კაროტინი განიხილება როგორც ვიტამინი ა-ს დამატებითი მიღების წყარო) ერთობლივი მკურნალობა, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია, შარდით კალციუმის გამოყოფის გაძლიერება,თირკმლების ფუნქციის მოშლა, რკინის და სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევა.
ჭარბი დოზირება
ელევიტ პრონატალის რეკომენდებული დოზებით მიღების შემთხვევაში ვიტამინებით და მინერალებით ჭარბი დოზირების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა გამოწვებულია ვიტამინების შემცველი სხვა საშუალებების დიდი დოზების ერთდროული მიღებით. მწვავე და ხანგრძლიბმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, რკინის და სპილენძის ტოქსიკურობა.
მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს: თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის დარღვევა- ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.
ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
უსაფრთხოების ზომები
არ გადააჭარბოთ მითითებულ ვიტამინი A-ს და ვიტამინ D-ს, რკინის და სპილენძის შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო. ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B12-ის და რკინის მომატებულმა დოზებმა შეიძლება შენიღბოს ანემიის ზოგიერთი ფორმები.
პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებს, მიღების დაწყებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ მკურნალ ექიმთან.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და მანიტოლს, რაც გასათვალისწინებელია გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტოზის უკმარისობისას ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის დროს.
პრეპარატი არ შეიცავს იოდს. იოდის დამატებითი წყაროს აუცილებლობისას საკითხი უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
ლაქტაციის პერიოდში მიღებული ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა ლაქტატში, რაც გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ღებულობს ვიტამინურ-მინერალურ სხვა კომპლექსებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას და ეს იწვევს ანტიბიორიკის და რკინის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას. თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროული მიღება, პაციენტბმა ტეტრაციკლინი უნდა მიიღონ პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ანტაციდების და რკინის შემცველი პრეპარატების ერთდოულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის აუცილებელია სამსაათიანი შუალედის დაცვა.
კალციუმის, მაგნიუმი, სპილენძის ან თუთიის შემცველმა პრეპარატებ,ა შეიძლება გაუარესოს ანტიბიოტიკების და ნატივირუსული პრეპარატების შეწოვა და როგორც შედეგი შეამციროს მათი სისტემური კონცენტრაცია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს უნდა გააკეთონ 1-2 საათიანი შუალედი.
ვიტამინი E-ს შემცველი პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციუს პრეპარატებს ან თრომბოციტების აგრეგაციაზე მოქმედ საშუალებებს.
ერთდროულმა მკურნალობამ საფაღარათე საშუალებებით, როგორიც არის პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
ფოლიუმის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიეპილეპტიური/კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირება, ისეთი როგორიცაა კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის და ბარბიტურატების.
თიაზიდებთან და დიურეტიკებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, ვინაიდან, თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის გამოყოფას შარდთან ერთად.
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი თერაპიული მოქმედების შემციება: ლევოდოპა, ბიფისფინატები, ფტორქინოლონები, პენიცილამინები, თიროქსინი, სათითურას პრეპარატები.
ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის 2 საათის განმავლობაში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ მჟუნმჟვას (ისპანახი და რევანდი) და ფიტინის მჟვას (დაუფქვავი მარცვლეული) მაღალ კონცენტრაციას, რამაც შეიძლება დათრგუნოს კალციუმის შეწოვა.
ორსულობა და ლაქტაცია
დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, ვიტამინი A-ს მიღება დღე-ღამეში ორსულობის პირველი ტრიმესტრის მანძილზე 10000 სე-ზე ჭარბად იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ მანკებს. ელევიტ პრონატალი შეიცავს 3600სე/ტაბ.-ს ან 1080 მკგ/ტაბ.-ს.
ასევე გასათვალისწინებელია, ვიტამინი A და D - ს წყაროს წარმოადგენს პროდუქტები (მაგალითად, ვიტამინი A-თი მდიდარია ღვიძლის პროდუქტები და მისგან წარმოებულები) და სასმელები ამ ვიტამინების მაღალი შემცველობით.
ვიტამინი D - ს ქრონიკული ზედოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნაყოფზე. ვიტამინი D და კალციუმი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, არ შეიძლება მისი მოქმედების რისკის გაუთვალისწინებლობა ბავშვის ძუძუთი კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იღებს რამე სხვა საკვებ დანამატს.
მეძუძური დედებისთვის სამედიცინო ინსტიტუტმა (აშშ) დაამტკიცა ვიტამინი D - ს მიღების უსაფრთხო ზღვარი 2000 სე (50მკგ) დღე-ღამეში. ელევიტ პრონატალი შეიცავს 500 სე (12.5 მკგ) ვიტამინ D-ს ერთ ტაბლეტში.
ტრანსპორტის ან მექანიზმის ტარებაზე მოქმედების ზეგავლენა
არ მოქმედებს.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში..
3 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
როტენდორფ ფარმა გმბჰ,
ოსტეფელდერ შტრასე 51-61, 59320 ენიგერლოხ, გერმანია