მილდრონატი
Mildronatum

ფორმა:
0,5 გ / 5 მლ საინექციო ხსნარი, 5 მლ ამპულა N10

ქიმიური  დასახელება:

3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

ძირითადი ქიმიკო-ფარმაცევტული მახასიათებლები:

გამჭვირვალე უფერო სითხე
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 100 მგ 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატს. 5 მლ (1 ამპულა) _ 500 მგ 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინიუმის) პროპიონატის დიჰიდრატს;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0,5გ/5 მლ 10%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქსოვილთა მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
    მილდრონატი _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
    მომატებული დატვირთვის პირობებში მილდრონატი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტულობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანისთანავე. ნახევარელიმინაციის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენება

    გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია, ასევე თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).
    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზები, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირება და გამოყენების ხერხი
    ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლენის გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1.    გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი. კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში _ 0,5 – 1,0 გ დღეში ინტრავენურად (5-10 მლ საინექციო ხსნარი 0,5 გ/5 მლ), მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 4-6 კვირა.
2.    თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა. მწვავე ფაზა _ 0,5 გ 1-ჯერ დღეში ინტრავენურად 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით. მკურნალობის საერთო კურსი გრძელდება 4-6 კვირა.
    ქრონიკული დარღვევებისას იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
    განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3.    სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. პარაბულბარულად 0,5 მლ მილდრონატის საინექციო ხსნარისა (0,5 გ/5 მლ) ათი დღის განმავლობაში.
4.    გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. 0,5 გ ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
    სპორტსმენებს უნიშნავენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
5.    ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ინტრავენურად _ 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
6.    ბრონქული ასთმა _ იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.

გვერდითი მოვლენები
    იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

უკუჩვენებები
    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური სისხლმიწოდების დარღვევისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

სიფრთხილე
    ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
    არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
    მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრიმეთილჰიდრაზინის პროპიონატის დიჰიდრატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
    არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
    არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის მკერდით კვებას წყვეტენ.

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არაა. პრეპარატი მეტად მცირედტოქსიკურია და არ იწვევს პაციენტების ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით ეფექტებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
    აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე; ხსნარი ამპულებში _ არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვა. 5 მლ ამპულაში; 5 ამპულა _   უჯრებიან შეფუთვაში. ორ უჯრებიან შეფუთვას პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

გაცემის ფორმა:
გაიცემა რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ს.ს. “გრინდექსი” კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505

მწარმოებელი:
ჰოეცხსტ-ბიოტიკა სპოლ. ს.პ.ო
სკლაბინსკის ქ. 30, 03680, მარტინი, სლოვაკეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია