ბადექსიჯანსაღი და სრულყოფილისხეულის გარანტი!

დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხეულის წონაზე ზრუნვას. ნივთიერებათა ცვლის სწორი ფუნქციონირებისათვის ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება  საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა. ყოველი ზედმეტად მიღებული  ულუფა და კალორია ჩვენს ორგანიზმს წონის პრობლემას უქმნის. კალორია – სითბოს ის რაოდენობაა, რომელიც საჭიროა 1გრ წყლის 10C-ით გასათბობად. 1კკალ = 1000კალ.
მოზრდილ ადამიანს საშუალოდ ესაჭიროება 2000–3000კალ. დღეში.
საოჯახო საქმეებზე, ძილში იხარჯება ~ 70–250 კალ.
30 წთ სირბილი – 600 კალ.

 კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიები, არასწორი კვება და დიეტა, ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პრობლემების გაჩენას. ფერმენტული უკმარისობა იწვევს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლას. განსაკუთრებით ხელშემწყობი ფაქტორია კვების რეჟიმის დარღვევა, ჭარბი ულუფები. ყველაფერი კი , სამწუხაროდ,  შემდეგომში შეუქცევად პროცესებს იწვევს. გარდა წონის მატებისა, საფრთხე ემუქრება ისეთ სასიცოცხლო ორგანოებს , როგორიცაა ღვიძლი, გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა.

სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის, ფერმენტული ცვლის მოსაწესრიგებლად და წონის კორექციისთვის, კომპანია „სილვანოლსი“ გთავაზობთ სიახლეს „ბადექსის“ სახით, რომელიც:

  • აუმჯობესებს საკვების მონელებას
  • აჯანსაღებს ორგანიზმს
  • ხელს უწყობს წონის კორექციას

ბადექსის შემადგენლობაშია:

პანკრეასის ფხვნილი (პანკრეატინი, ლაქტოზა), პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ანანასის ბრომელაინი, ყვითელი კოჭას ფესვის მშრალი ექსტრაქტი, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი.

პანკრეასის ფხვნილი - 225 მგ.  პანკრეატინი კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული  საჭმლის მომნელებელი ენზიმების, ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას ნაკრებია. იგი აუცილებელია  ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოსანელებლად, ასევე ჭარბი ცხიმის შემცველი საკვების მიღებისას.

პაპაიას ნაყოფის ფხვნილი - 75მგ. შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც განაპირობებს ცილის რთული მოლეკულების დაშლას მარტივ ამინომჟავებამდე, ამცირებს დისკომფორტს საკვების მიღების შემდგომ (სიმძიმე, შებერილობა), აფერხებს ლპობის პროცესებს ნაწლავში, ამცირებს გულისრევას. გამოიყენება წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. აფერხებს კანის დაბერების პროცესებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიურობის აღდგენაში.  შეიცავს ვიტამინებს: C, B1, B2, B5, D აგრეთვე K, Ca, Zn, Fe, Mg-ს. შეუცვლელია სხვადასხვა დიეტებისა და განტვირთვის  დღეების დროს. პაპაინი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ბრომელაინი - 75 მგ. ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია. ის ააქტივებს სხვა ფერმენტებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების ფუნქციურ აქტივობას, ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის პროდუქტები, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, შლის სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილ ქოლესტერინის ფოლაქებს. აქვს ანტითრომბოზული მოქმედება. ბრომელაინი  აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ამიტომ იგი წარმატებით გამოიყენება  მადის  დასაქვეითებლად. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. შესაბამისად იგი ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის კორექციისათვის. გარდა ჩამოთვლილისა, ბრომელაინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფუნქცია.

ყვითელი კოჭას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (ჯანჯაფილი ანუ კურკუმა, იგივე ჯინჯერი)  - 30 მგ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას -  კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.  გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და მავნე ნივთიერებებს, ხელს უწყობს საკვების, განსაკუთრებით ცხიმების მონელებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეფექტურად გამოიყენება ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ. ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში და აუმჯობესებს განწყობას.

არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი - 30 მგ. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს - C,B1,B2,B3,P,A, სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავას, ცინარინს, ინულინს. მისი ექსტრაქტი წარმოადგენს ღვიძლისა და თირკმელების გამწმენდ საშუალებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,  გამოიყენება ათეროსკლეროზის, ზოგიერთი ალერგიული დაავადების დროს.  ანეიტრალებს მედიკამენტების და ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტებს. მდიდარია სილიმარინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. ეხმარება გადაღლილ ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში. ამცირებს ოფლიანობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

ბადექსის კომბინირებული შემადგენლობიდან და კომპლექსური მოქმედებიდან გამომდინარე იგი უნიკალური საშუალებაა საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის დროს, ასევე, ჭარბი საკვების ადვილად მონელების მიზნით. ბადექსი საკვები დანამატია.

გამოიყენება:

- საკვების მიღების შემდგომი დისკომფორტის (სიმძიმე, შებერილობა, ბოყინი) მოსახსნელად;

- საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას;

- ჭარბი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომ;

- როგორც დამხმარე საშუალება ჭარბი წონის კორექციისთვის;

 

მიღების წესი:  1 კაფსულა  2-3-ჯერ დღეში  ჭამის დროს. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დღიური დოზა - 3 კაფსულა.

უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია  ექიმთან.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.

მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია

დისტრიბუტორი: შპს “ავერსი-ფარმა”, აღმაშენებლის 148/2

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია