ცინკიტი / Cincit
თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანისმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს, და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში მონაწილეობას ღებულობს. თუთიის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია. თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მოსამატების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება. აგრეთვე თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევები: ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით - არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით, და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში).
ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძური დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.
მოზრდილებში 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200მლ წყალში დღეში ერთხელ ჭამის დროს. კუსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 1 თვეს. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-3 ჯერ.
ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმტან კონსულტაცია. ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.