ბეპანთენი
სარეგისტრაციო ნომერი: П N013984/01
პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსპანთენოლი.
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი გამოყენების მალამო.
შემადგენლობა
1გ მალამო შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი - 50 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: პროტეგინ X 50მგ, ცეტილის სპირტი 18მგ, სტეარილის სპირტი 12მგ, ფუტკრის თეთრი ცვილი 40მგ, ლანოლინი 250მგ, თეთრი რბილი პარაფინი 130მგ, ნუშის ზეთი 50მგ, თხევადი პარაფინი 150მგ, გასუფთავებული წყალი 1000მგ-მდე.
აღწერილობა
რბილი, ელასტიური, ჰომოგენური, გაუმჭირვალე კრემი, მკრთალი მოყვითალო ფერის, ლანოლინის სუსტი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი.
ათქ კოდი: D03AX03
ფარმაკოლოგიური მოქმედება
დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც წარმოადგენს კოენზიმ A-ს ძირითად შემადგენელ ნაწილს და დიდ როლს ასრულებს როგორც დაზიანებული კანის ფორმირების, ასევე მისი ზედაპირის შეხორცების პროცესში; ასტიმულირებს კანის რეგენერაციას და ანორმალიზირებს უჯრედის მეტაბოლიზს.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას სწრაფად აბსორბირდება კანის მიერ (სწრაფად შეიწოვება) და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად ბეტა-გლობულინებსა და ალბუმინს). პანთოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას კანის სიმშრალის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ბავშვის კანის მკურნალობისა და მოვლისთვის (გამოყელვისა და საფენისებრი დერმატიტის დროს), ასევე, მეძუძური დედებისთვის (სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში; ძუძუს თავების სიმშრალისა და მტკივნეული ნახეთქების მოვლის მიზნით). შეხორცების პროცესის აქტივაციისათვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კანის მცირე დაზიანების, მსუბუქი დამწვრობის, აბრაზიის, კანის გაღიზიანების, ქრონიკული წყლულების, ნაწოლების, ნახეთქებისას და კანის გადანერგვისას.
უკუჩვენებები
ბეპანთენი არ გამოიყენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ბეპანთენის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.
თუ პრეპარატი გამოიყენება ძუძუს თავების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში, კრემი უნდა ჩამოიბანოს ძუძუთი კვების წინ.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი მოხმარებისთვის. მალამო დაიტანება დაზიანებულ და ანთებულ ზედაპირზე თხელ ფენად 1-2 ჯერ დღეში.
სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება ძუძუს თავებზე ყოველი ჭამის მერე.
ჩვილი ბავშვების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება საფენის (პამპერსის) ყოველი გამოცვლის მერე.
ზედოზირება
დექსპანთენოლი, დიდი დოზებითაც კი, კარგად გადაიტანება და არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. ამ დრომდე ზედოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჰიპერვიტამინოზის შემთხვევები არ არის ცნობილი.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების.
განსაკუთრებული მითითებები
მოარიდეთ თვალში მოხვედრას.
გამოშვების ფორმა
5%-იანი მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. 3,5გ, 30გ, 50გ ან 100გ ლაქირებული ალუმინის ტუბი პოლიპროპილენის ყელით და ალუმინის ფოლგიანი მემბრანით, რომელიც იკეტება პოლიპროპილენის ხრახნიანი წვეტიანი ხუფით, მემბრანის გასახვრეტად. ყოველი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს >,რუსეთი
წარმოებულია: გპ გრენზახ პროდაქშიონს გმბჰ, ემილ-ბარელ-შტრასე 7, 79639
გრენზახ-ვილენ, გერმანია
მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
სს >, რუსეთი
107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა №18, შენობა №2
ტელ: +7 (495)231-12-00
ფაქსი: +7 (495) 231-12-02