ინოფოლიკი

ინოფოლიკი არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობით, რომელიც სასარგებლოა ამ ნივთიერებების საკვებიდან შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს მიო-ინოზიტოლს?

მიო-ინოზიტოლი არის ინოზიტოლის სტერეოიზომერი. იგი ადამიანის ორგანიზმში უჯრედის მემბრანაში ბუნებრივად შემავალი ნივთიერებაა, რომელიც მთავარ ბიოლოგიურ როლს თამაშობს როგორც მეორადი მესენჯერი.

იგი, როგორც მეორადი მესენჯერი, მთავარ საკვანძო ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს სხვადასხვა ჰორმონების (როგორიცაა ინსულინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი FSH, თირეოტროპული ჰორმონი TSH) სიგნალის გადაცემის თვალსაზრისით. მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა იწვევს სწორედ ამ ჰორმონთა მიმართ უჯრედის მგრძნობელობის ცვლილებას. მიო-ინოზიტოლი აკონტროლებს სისხლში შაქრისა და ცხიმის მეტაბოლიზმს, აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი შემცველობა ემბრიონისა და კვერცხუჯრედების კარგი ხარისხის პირდაპირი ინდიკატორია. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისას, როგორიცაა პოლიკისტოზი, შეინიშნება ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ფოლიუმის მჟავას?

ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს რნმ-ის, დნმ-ის და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის და ქრომოსომული აღდგენის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ბუნებრივ ზრდას ორსულობის განმავლობაში, მისი დეფიციტი იწვევს ჰომოცისტეინის დონის მომატებას და კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითებას. ფოლიუმის მჟავას შემცირებული მიღება ხშირად დაკავშირებულია ნაყოფის დეფექტებთან. ფოლიუმის მჟავას მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების მდგომარეობას. დედის ორგანიზმში ფოლატების დაბალი დონე რისკის ფაქტორია ნაყოფისმხრივი ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებისა.

გამოყენების რეკომენდაცია:

ინოფოლიკი ხელს უწყობს გლუკოზის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ამაღლებს უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აღადგენს ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიურ დონეს, აუმჯობესებს კვერცხუჯრედების და ემბრიონის ხარისხსს, ამცირების ჰიპერსტიმულაციის  რისკს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციას, ამცირებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.

მიღების წესი და დოზირება: თითო პაკეტი ორჯერ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად. ინოზიტოლის მუდმივი მიწოდების გარანტიის მიზნით მიღებებს შორის დაიცავთ 12 საათიანი შუალედი. პაკეტი იხსნება 1 ჭიქა წყალში.

ინოფოლიკის შემადგენლობა: ერთი პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი - 2000 მგ და ფოლიუმის მჟავა 200 მკგ

შეფუთვა: 30 პაკეტი

უსაფრთხოების ზომები:  შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის განკუთვნილი ბალანსირებული და მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად, არ ცვლის ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ინოფოლიკი მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

           

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com

                                                                                           

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

შ.პ.ს “ინოთიმი”

მის: ქ.თბილისი, რ.აგლაძის ქ. 15

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: info@innoteam.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია