დ ე კ ო ლ ი
(150 მლ ფლაკონი)
DECOLI
(საკვები დანამატი)
შემადგენლობა:
დეკოლის ყოველი 5 მლ შეიცავს შემდეგ ინგრედიენტებს:
- კამის თესლის ზეთი - 2.3 მგ
- ნატრიუმის ბიკარბონატი BP
- 52.5 მგ - სიმეტიკონი
- 0.8 მგ
(გარდა ამისა: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სტივია, ჯინჯერი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბიტი, გამოხდილი წყალი;)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დეკოლი არის უსაფრთხო და ეფექტური, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ხასიათდება ანტაციდური, სპაზმოლიზური, და აირების წარმოქმნის საწინააღმეგო მოქმედებთ. სიმეტიკონი-ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა, დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებსაირების წარმოქმნას ნაწლავებში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი ზედაპირით. კამის თესლის ზეთი - განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში, უპირატესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იმ დაავადებების დროს, რომელთაც აღინიშნებათ სპაზმები, მეტეორიზმი, ტკივილი ნაწლავებში (კოლიტი, ნაწლავის კოლიკა). ნატრიუმისბი კარბონატი - არის ანტაციდი, იგი ანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას. კოჭა-იგივე ჯანჯაფილი- რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იგი ეფექტურია მეტეორიზმის დროსაც.
გამოყენება და ჩევნებები:
- ჩვილებში დამხმარე უსაფრთხო, ბუნებრივი და ეფექტური საშუალება
-აირების მომეტებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის;
- მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი)
- გასტრო-ინტერსტიციული მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით; აირების ყლაპვა, კვებითი დარღვევები, ...
- ჩვილებში, კოლიკით და მეტეორიზმით გამოწვეული აღგზნებულობა, მოუსვენრობა, ჭირვეულობა და ნევროზულობა.
გთხოვთ, პროდუქტის გამოყენებამდე, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ მომეტებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
- არ გამოიყენოთ ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის პრობლემები.
- არ გამოიყენოთ დეკოლი 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
- თუ ახალშობილს დეკოლის მიღების მიუხედავად აღენიშნება ჭირვეულობა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დოზირება და მიღების რეჟიმი:
- 0-1 თვემდე
- 2.5 მლ (1/2 კოვზი)
- 1-6 თვემდე - 5 მლ (1 კოვზი)
- 6-12 თვემდე - 10 მლ (2 კოვზი)
ეს დოზები შეიძლება მიღებულ იქნას ყოველი კვების დროს ან კვების შემდეგ, დღის განმავლობაში 3 -4 ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები: როგორც წესი, დეკოლი გადაიტანება კარგად და გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევებშიც არ გამოვლენია; რაიმე სახის გვერდითი მოვლინების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა: გამჭვირვალე, ძალიან ღია ჩალის ფერი სითხე, მინის ფლაკონი - შეიცავს 150 მლ პროდუქტს. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: დეკოლი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30ºC -სა. გახსნის შემდეგ ინახება 1 თვით; ვარგისიანობა გაუხსნელად 3 წელია, რაც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე;
არ გამოიყენოთ დეკოლი ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
პროდუქტის მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელია: Yeni Pharma Tibbi Malzeme ilac ve dis. Tic. Ltd. Istanbul – Turkey.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D PHARMA GEORGIA.