პარადოქს ომეგა 3,6,9 კაფსულები N60
ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას & აუმჯობესებს ცირკულაციას, უნარჩუნებს სახსრებს მოქნილობას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას
ომეგა 3,6,9 + პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
უნიკალური ფორმულა
√ შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში
√ ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო
√ სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი
√ მაღალი EPA & DHA + ვიტამინი D3
√ შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს
√ არ ააქვს სუნი და დამახასიათებელი გემო
“A new generation of Omegas”
Dr Geoff. Hayhurst
ხარისხი
პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.
სტაბილურობა
ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.
ძლიერი ანტიოქსიდანტი
პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა
20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.
გაზრდილი ბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა
ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.
უნიკალური უპირატესობა:
თავის ტვინის და თვალის ჯანმრთელობა
დღესდღეობით ომეგა 3 მიიჩნევა ტვინისა და ბადურის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებად, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ნეირონულ ფუნქციას და მხედველობის სიმახვილეს.
ცნობილია , რომ DHA მნიშვნელოვნად ცვლის უჯრედის მემბრანის ბევრ ძირითად თვისებას. მაგ: ელასტიკურ შეკუმშვას, გამტარიანობას, ურთიერთქმედებას საკვანძო მარეგულირებელ ცილებთან. ომეგა3 ცხიმოვანი მჟავა DHA/EPA არის მნიშვნელოვანი თავის ტვინის და თვალის ჯანმრთელობისათვის.
გულის ჯანმრთელობა
გამოკვლევებმა აჩვენა კაშირი გულის დაავადებების განვითარების რისკსა და მონო და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავების მიღებას შორის. განსაკუთრებით ეს ეხება ომეგა 3 ცხ. მჟავებს. მრავალმა გამოკვლევამ და ცდებმა აჩვენა, რომ უფრო მაღალი დოზით DHA პლუს EPA მიღებას შეუძლია გავლენა იქონიოს გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების (მათ შორისაა ფატალური გულის შეტევა) განვითარების რისკის ფაქტორებზე, მაგალითად უზმოზე ტრიგლიცერიდების დონის შემცირება, HDL-ქოლესტერინის შემცირება, სისხლის სიბლანტის შემცირება, სისხლ-ძარღვთა რეაქტიულობისა და სხვა თრომბოგენური რისკის ფაქტორების შემცირება. აგრეთვე ომეგა მჟავები მოქმედებენ არა ტრადიციულ რისკ ფაქტორებზე, რომლებიც არ არის შეფასებული საზოგადოებრივი ჯან-დაცვის სისტემის მიერ, მაგ: გული შეკუმშვათა რაოდენობის შემცირება მოსვენებულ მდგომარეობაში, ანტი არითმიული მოქმედება. კვლევებით აგრეთვე დადასტურებულია ,რომ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავები ახდენენ უკვე განვითარებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სტაბილიზებას.
ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობა
ომეგა 3 შეუძლია შეაჩეროს სახსრის ხრტილის დეგრადაციის პროცესი, მოახდინოს ანთებითი პროცესების მოდულირება, შეამციროს ანთებითი უჯრედების რაოდენობა სახსრებში და გამოიწვიოს სხვდასხვა სიმპტომის შემსუბუქება სახსრების დაავადებების დროს. პარადოქსი აგრეთვე შეიცავს D-ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას და ძლიერ ანტი-ოქსიდანტებს, რომლებიც აგრეთვე ამცირებენ ანთებით რეაქციებს.
ჯანმრთელი კანი
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით EPA მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კანისა და თმის შენარჩუნებისთვის. ის არეგულირებს ცხიმის წარმოქმნის პროცესებს კანში და იცავს მას გამოშრობისაგან
უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო, დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
პარადოქს ომეგა 3,6,9 კაფსულები 1000მგ
შემადგენლობა |
|
ორიკაფსულა |
პარადოქს ომეგა ზეთი |
|
2000 მგ |
ომეგა 3 |
|
550 მგ |
მათგან EPA DPA DHA |
|
480 მგ |
ომეგა 6 |
|
68 მგ |
ომეგა 9 |
|
440 მგ |
ვიტამინი D3 |
24% RDA |
1,2 μg |
ვიტამინი E |
20% RDA |
2.4 მგ |
ენერგეტიკული ღირებულება |
|
18.0 კკალ |
ცილა |
|
0 |
ნახშირწყლები |
|
0 |
ცხიმები |
|
2,0 გ |
კაფსულა: თევზის ჟელატინი BP, გლიცეროლი BP
რეკომენდირებული დღიური დოზა:
მოზრდილები: 1-3 კაფსულა
12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა
უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები:
ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
კვლევები ჩატარებულია, შემუშავებულია და წარმოებულია დიდ ბრიტანეთში,
ჩრდილოეთ ირლანდია
Paradox Omega Oils Ltd
Belfast BT4 2AG,
Northern Ireland, UK