მაგნე-B6
(MAGNE-B6)
 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი........................... 470 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN)
ანუ ვიტამინი B6.................................................... 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, მძიმე კაოლინი, აკაციის გუმფისი, კარბოქსიპოლიმეთილენ 934, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარნაუბის ცვილი (ფხვნილი), ტიტანის ორჟანგი.
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 ამპ.
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი.................186 მგ
მაგნიუმის პიდოლიატი................................................936 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (INN)
ანუ ვიტამინი B6...................................................10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დისულფიტი......................................0.015 გ
ნატრიუმის საქარინატი........................................0.015 გ
კარამელი ალუბლის არომატული დანამატით...................0.3 მლ
გამოხდილი წყალი საკმარისი რაოდენობით.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში.
მაგნიუმის შემცველობა შრატში:
- 12-დან 17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია.
- 12 მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.

ფარმაკოკინეტიკა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნიუმის არაუმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.
უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

ჩვენებები
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:
- ძილის დარღვევა;
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი;
- ასთენია.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შემოგარსული ტაბლეტები:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 6 ტაბლეტამდე (300 მგ) მიღება დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. მიიღება ჭამის დროს.
ხსნარი პერორალური მიღებისათვის:
მოზრდილებს ენიშნებათ 3-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს. ამპულის შიგთავსს ხსნიან ნახევარ ჭიქა წყალში.
ბავშვებში წონით 10 კგ-ზე ზევით: 10-30 მგ/კგ/დღეში (0.4-1.2 მმოლ/კგ/დღეში), 1-4 ამპულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. შესაძლებელია ალერგიული
რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები
პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ფენილკეტონურია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს  შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
რადგან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავენ საქაროზას.
კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატ¬რანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების  მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდრომი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაგნე-B6-ის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს.
მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს, რის გამოც მაგნე-B6-ის მიღებამდე რეკომენდებულია 3 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.
მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს.
მაგნე-B6 თრგუნავს ლევოდოპას აქტივობას, თუ ეს უკანასკნელი არ არის კომბინირებული დოფა-დეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

Sanofi-Aventis  France

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია