მწარმოებელი: MERZ PHARMAგერმანია

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 60 ც.

1 დრაჟე.

β-კაროტინი ............................... 0.90 სე
ვიტამინი A აცეტატი ..................... 1500 სე
Saccharomyces cerevisie 
საფუარას მშრალი ექსტრაქტი ..........
100მგ
ვიტამინი B1 ნიტრატი ................... 1.20 მგ
ვიტამინი B2 .............................. 1.60 მგ
ნიაცინამიდი ............................... 10 მგ
ბიოტინი .................................. 0.01 მგ
L-ცისტინი ................................ 30 მგ
ვიტამინი B6 ჰიდროქლორიდი ........ 1.20 მგ
ვიტამინი B12 ციანო კომპლექსი ...... 0.002 მგ
კალციუმის D ............................. 3.00 მგ
ვიტამინი C ................................ 75.00 მგ
ვიტამინი D3 ............................... 50 სე
ვიტამინი E ................................ 9.00 მგ
რკინის (II) ფუმარატი .................. 20.00 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, არაბიკ გუმი,   ცელულოზას ფტალატის აცეტატი, E172 გლუკოზის სიროფი, ინდიგოტინი, სიმინდის სახამებელი, კარნაუბას ცვილი, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.

რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ინარჩუნებს ეპითელიალური უჯრედების მთლიანობას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციის მიმართ და თავისი ანტიოქსიდაციური ფუნქციის წყალობით ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, მოქმედებს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე. ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

თიამინი (ვიტამინი B1) თამაშობს მთავარ როლს ნახშირწყლოვან ცვლაში, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში.

კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) თამაშობს მთავარ როლს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.

ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.

ჩვენებები:

ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა:

  • მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილებით, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში;
  • გადატანილი დაავადებების შემდეგ;
  • ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპია;
  • არასაკმარისი კვება (დიეტა, შიმშილობა);
  • ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორალურად).

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. A და D ვიტამინების ჰიპერდოზირება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია