ვენოპლანტი

გასტროპროტექტორული ტაბლეტები

    ენტეროსომა-I®

 

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: დიოსმინი 300 მგ, ყვითელი ძიძოს ექსტრაქტი 160 მგ- 20% კუმარინი, აზიური ცენტელა 15 მგ.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომლის შემადგენლობაში შედის მიკრონიზებული დიოსმინი, ტიტრირებული მელილოტოს მშრალი ექსტრაქტი, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აზიური ცენტელას მშრალი ექსტრაქტი, რომელიც განაპირობებს მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურად მიმდინარეობას და ხელს უშლის შეშუპების განვითარებას. ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების შექმნისას გამოყენებულია დაპატენტებული ტექნოლოგია ენტეროსომა-I®, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ისეთი აქტიური ნივთიერებების ათვისება, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ძნელად ხსნადია ან რთულად შეიწოვება ნაწლავიდან.

ენტეროსომა-I® წარმოადგენს რამდენიმე კომპონენტის კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავის უჯრედებთან კავშირს და ხდიან მათ უფრო მეტად გამტარს ნივთირებების მიღებისადმი. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ვენოპლანტის შემადგენლობაში შემავალი ლიპოფილური ნივთიერებები უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

ტექნოლოგია  ენტეროსომა-I® დაცულია საერთაშორისო პატენტით no. WO2013/171270.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების მოქმედი ნივთირებები:

მელილოტო

გამოყენებულია ამ მცენარის მშრალი ექსტრაქტის ყვავილოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს კუმარინს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალი ისეთი თვისება, რაც მას ყოველთვის საინტერესოს ხდიდა სამედიცინო და მეცნიერული თვალსაზრისით. მელილოტო აუმჯობესებს ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს მიკროცირკულაციას და ახდენს ქსოვილოვანი სითხის დრენირების გაძლიერებას.

აზიური ცენტელა

სამკურნალო მცენარე, დიდი ხანია ცნობილია და აქტიურად გამოიყენება მედიცინაში. იგი მდიდარია ტრიტერპენული ნივთიერებებით, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ვენურ სისხლის მიმოქცევაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შედგება ნივთიერებებისგან, რომლებიც ერთვებიან მიკროცირკულაციის პროცესში და ღებულობენ მონაწილეობას ქსოვილოვანი სითხის დრენირების ფიზიოლოგიური ფუნქციის გაძლიერებაში, რომლის დარღვევაც იწვევს შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვემო კიდურებში.

მიკრონიზებული დიოსმინი

ბუნებრივი ფლავონოიდი, რომელიც მიღებულია ლიმონის ხიდან, ფორთოხლიდან და სხვა ციტრუსებიდან.

ჩვენებები

ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ტროფიკული წყლულები.

ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.

ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.

თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა.

მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით.

გამოშვების ფორმა

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები შეფუთვაში 20 ტაბლეტია.

მიღების წესი

მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი, საუზმის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არ გადააჭარბოთ დღიურად დასაშვებ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული დიეტის შემცვლელს.

შეინახეთ მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა ეხება პროდუქტის რომელიც ინახება ყველა წესის დაცვით და არის გაუხსნელ მდგომარეობაში,

გლუტენის გარეშე

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია