ნიუვიტი ომეგა -3 /Newvit Omega-3/
90 კაფსულა
საკვები დანამატი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები (18% EPA / 12% DHA) თევზის ქონისგან 1000მგ, ვიტამინი E 10 მგ α –TE; შემავსებლები: ჟელატინი, გლიცეროლი, წყალი.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასარგებლო და სამკურნალო ცხიმის სახეობაა, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენს ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავა. აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა თევზის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზიდან მიღებული თევზის ქონი. თევზის ქონის შემადგენლობაში შედის EPA და DHA ოპტიმალური თანაფარდობით.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ბევრი თვალსაზრისით:
- ნერვული სისტემა, კოგნიტური ფუნქცია და ხასიათი.
- კარდიოვასკულარული სისტემა და გული
- ქოლესტერინის დონე და საჭმლის მონელება
- მხედველობა, კანი და ძვლები
- იმუნიტეტი და ანთებითი პროცესების შემცირება
ომეგა-3 გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ. ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნეირონების ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას, ამცირებს უჯრედების სიკვდილს და აუმჯობესებს ნერვული ინფორმაციის გადაცემას. ნიუვიტი ომეგა-3-ს შეუძლია გაზარდოს ტვინის ქიმიკატების სეროტონინის და დოპამინის დონე, ამცირებს დეპრესიისა და აგრესიულობის შეგრძებებს. მეტი EPA და DHA -ს მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატებებიდან ამცირებს ტრიგლიცერიდებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოა გულისა და კარდიოვასკულარული სისტემისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA თვალის ბადურის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია. იგი ხელს უწყობს მაკულარული დეგენერაციის პრევენციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. DHA შეადგენს თავის ტვინის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების 40% და თვალის ბადურის 60%.
საკმარისი ომეგა-3-ის მიღება ორსულობის დროს და ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. დანამატების მიღება ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს. დადასტურებულია, რომ დედის რძე ბუნებრივად შიცავს DHA -ს.
ნიუვიტი ომეგა -3 მჟავების მიღება ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს (ართრიტი). აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ნიუვიტი ომეგა -3-ის მიღება ეხმარება ბაქტერიებს ნაწლავში წარმოქმნან ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.
ვიტამინი E არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ანტიოქსიდანტი. იგი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, დადებითად მოქმედებს თვალებზე, ტვინის მუშაობასა და კანის მდგომარეობაზე.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
დოზირება: 1-3 კაფსულა დღეში. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წარმოებული და დაფასოებულია შპს Fortex Nutraceuticals (ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ.#10) -ის მიერ შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.