დონა
(DONA)
GLUCOSAMINE
ROTTAPHARM, იტალია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
M01AX05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 1.5 გ, შეფუთვაში 20 ც.
1 პაკ.
გლუკოზამინის სულფატი. . . . . . . . . 1.5 გ
სხვა ინგრედიენტები:
ნატრიუმის ქლორიდი, ასპარტამი, სორბიტოლი, ლიმონმჟავა, კარბოვაქსი 4000.

კუნთებში შესაყვანი ხსნარი
: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 6 ც. გამხსნელთან კომპლექტში.
1 მლ   1 ამპ.
გლუკოზამინის სულფატი............200 მგ 400 მგ
სხვა ინგრედიენტები:
ნატრიუმის ქლორიდი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, საინექციო წყალი.
გამხსნელი: დიეთანოლამინი 24 მგ, საინექციო წყალი 1 მლ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერების ცვლაზე მოქმედი პრეპარატი. გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებულ გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს, დაბალი მოლეკულური მასით, რომელიც საგულდაგულოდ გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან.
დონა ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს, სინოვიალურ სითხეში ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს. იგი ზრდის სახსრის კაფსულის განვლადობას, სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.
გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით.
პრეპარატი ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის პროცესში ხელს უწყობს გოგირდის ფიქსაციას, ამსუბუქებს კალციუმის ნორმალურ დეპონირებას ძვლის ქსოვილში. დონა ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის აღდგენასა და ტკივილის სინდრომის კუპირებას.
სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზსა და ხრტილის ქსოვილის მეტაბოლიზმში. პროტეოგლიკანების შემადგენლობაში შემავალ გვერდითი ჯაჭვების სულფატურ ეთერებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ხრტილის ელასტიურობის შენარჩუნებისა და ხრტილის მატრიქსში წყლის შეკავების უზრუნველსაყოფად.
მკურნალობის დაწყებიდან ჩვეულებრივ 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება, კლინიკური გაუმჯობესების შენარჩუნებით პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8 კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ გლუკოზამინის სულფატი სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბცია შეადგენს 90%-ს.
განაწილება და გამოყოფა: პრეპარატი კუნთებში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას ადვილად აღწევს ბიოლოგიურ ბარიერებში და უპირატესად ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში.
T1/2 შეადგენს 68 სთ-ს.  

ჩვენებები

- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მათ შორის მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ართროზი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი);
- მუხლზედა ქონდრომალაცია;
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად ინიშნება 1 პაკეტი (1.5 გ) ერთხელ დღეში 6 კვირის განმავლობაში. გამოყენების წინ პაკეტის შიგთავსი იხსნება 200 მლ წყალში და მიიღება საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსის გამეორება შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
კუნთებში პრეპარატი შეჰყავთ 1 ამპულის (400 მგ) ოდენობით 3-ჯერ კვირაში 4-6 კვირის განმავლობაში. გამოყენების წინ 1 ამპულის (2 მლ) შიგთავსს ხსნიან თანმხლებ გამხსნელში (1 მლ) ერთ შპრიცში.
პრეპარატის კუნთებში შეყვანისას შესაძლებელია მისი კომბინირება პერორალურ მიღებასთან.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.
ალერგიული რეაქციების მხრივ: ცალკეულ შემთხვევბში - ურტიკარია, ქავილი.
ლიდოკაინის მოქმედებით განპირობებული მოვლენები (კუნთებში შესაყვანი ხსნარი): შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენებები

- გლუკოზამინის სულფატისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- პერორალურად გამოსაყენებელი ფხვნილი შეიცავს ასპარტამს და ამიტომ იგი წინააღმდეგნაჩვენებია ფენილკეტონურიის დროს;
- ვინაიდან კუნთებში შესაყვანი ხსნარი შეიცავს ლიდოკაინს, იგი სიფრთხილით ინიშნება გულის გამტარებლობის მძიმე დარღვევისა და გულის მწვავე უკმარისობისას, ლიდოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.  

ორსულობა და ლაქტაცია

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ დონას უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები

დონას საინექციო ფორმა სიფრთხილით ინიშნება ბეტა-ადრენობლოკატორებთან, დიგიტოქსინთან, აიმალინთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან, ჰექსენალთან, ნატრიუმის თიოპენტალთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, B პოლიმიქსინთან, საძილე ან სედატიურ საშუალებებთან, ციმეტიდინთან ერთად.
პედიატრიაში გამოყენება:
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ დონას უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღინიშნება.  

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი შეთავსებადია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება 25±5ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
ფხვნილი _ 3 წელი; ხსნარი – 2 წელი.
ROTTAPHARM

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია