MelaViti
მელავიტი
შემადგენლობა:
ლუთეინი - 5მგ, ვიტამინი A – 800მკგ, მოცვის მშრალ ექსტრაქტი(Anthocyanosides 1%) – 30მგ, ვიტამინი E - 10მგ, ასტაქსანტინი - 2მგ, სელენი - 55მკგ, მელატონინი - 1მგ, თუთია - 9მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლუთეინი და ასტაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც თვალის ბადურა გარსის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის - ყვითელი ხალის ანუ მაკულას ძირითადი პიგმენტებია. კაროტინოიდები თავის დაცვით ფუნქციას ავლენენ სინათლის ლურჯი სპექტრის შთანთქმით, რომელიც ძალიან მავნეა თვალის ბადურა გარსისათვის. ლუთეინს და ასტაქსანტინს აქვთ ანტიოქსიდანტური თვისება, ისინი ანეიტრალებენ სინათლეზე გამოყოფილ თავისუფალ რადიკალებს და ამ გზით იცავენ ფოტორეცეპტორებს დაზიანებისაგან. კაროტინოიდები ხელს უშლიან მაკულას დეგენერაციას, რაც მოხუცებულთა სიბრმავის უხშირესი მიზეზია.
ურეხტის უნივერსიტეტში(ნიდერლანდები) ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ბუნებრივი ლუთეინის დანამატი, რომელიც შექმნილია გულვითელასგან, ღია ფერის თვალების შემთხვევაში და ქალებში - პოსტმენოპაუზის პერიოდში, ზრდის მაკულარულ პიგმენტს.
ვიტამინი A – მხედველობის პიგმენტის - როდოფსინის შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და სინათლის აღქმას. ვიტამინი A-ს დეფიციტის პირველ სიმპტომს წარმოადგენს ღამის სიბრმავე და თვალის უუნარობა ადაპტაცია მოახდინოს სიბნელეში. მისი მიღება აუცილებელია ჰემერალოპიის(ქათმის სიბრმავე), ბადურას და რქოვანას დაავადებების დროს. ვიტამინი A ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას, კანისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ნორმალური ზრდის პროცესს.
ვიტამინი E - გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესში. აქვს მსუბუქი ვაზოდილატაციური ეფექტი და გააჩნია ანტითრომბული მოქმედება. დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე.
მოცვის მშრალი ექსტრაქტი - მისი აქტიური ნივთიერებები - ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოფსინის სინთეზს. ამით აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტესივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.
მელატონინი - ეპიფიზში გამომუშავებული ჰორმონია. მელატონინი არეგულირებს ცირკადულ რიტმს. მისი კონცენტრაცია სისხლში 30-ჯერ მეტია ღამის საათებში, ვიდრე დღის საათებში. მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს და აწესრიგებს ძილის ფაზებს. სრულფასოვანი ძილი კი აუცილებელი პირობაა უველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მელატონინი აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. ის ცნობილია, როგორც თავისუფალი რადიკალების ყველაზე ძლიერი შემბოჭავი ენდოგენური ფაქტორი, რითაც ეფექტურად იცავს თვალის ქსოვილებს დაზიანებისგან.
მელატონინი აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. არეგულირებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და არეგულირებს არტერიულ წნევას. მელატონინის დაფიციტი ორგანიზმში აჩქარებს დაბერების პროცესს.
სელენი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ძლიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მეტაბოლიზმში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
თუთია - ხელს უწყობს ვიტამინი A -ს შეწოვას ორგანიზმში. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით, ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ჟანგვითი სტრესით გამოწვეული დაზიანებისაგან. თუთიის დეფიციტს უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
თუთია მნიშვნელოვანი კომპონენტია 200-ზე მეტი ფერმენტისათვის. აქვს კანის დაცვითი ფუნქცია. ხელს უწყობს ჭრილობის და დამწვრობის შეხორცებას. ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.
კვებითი ღირებულება
შემადგენლობა |
ერთ აბში |
% RDAX1 აბში |
ლუთეინი |
5 მგ |
|
მოცვის მშრალი ექსტრაქტი(1% ანტოციანოზიდები) |
30მგ |
|
ვიტამინი A |
800 მკგ |
100% |
ვიტამინი E |
10 მგ |
83% |
ასტაქსანტინი |
2 მგ |
|
თუთია |
9 მგ |
90% |
სელენი |
55 მკგ |
100% |
მელატონინი |
1 მგ |
|
ჩვენებები:
მელავიტი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი ნოზოლოგიების დროს:
- ჰემერალოპია(ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება)
- საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია.
- რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში
- ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები
- ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი
- ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია(ქორიორეტინული დისტროფია)
- კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 6 წლის ასაკიდან დღეში 1 აბი, 30 წუთით ადრე ძილის წინ.
მოზრდილებში 1-2 აბი დღეში, 30 წუთით ადრე ძილის წინ.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა.
6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზებს.
გამოშვების ფორმა: #30 აბი, ბლისტერზე
მწარმოებელი:
ValueMED pharma S.r.l. (იტალია)