მონმორსი Hepa Formula / Monmorsi Hepa Formula

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ჰეპატოპროტექტორები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #90
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 140 მგ ბაყაყურას (Silybum marianum) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ ქრისტესისხლას (Silybum marianum) მშრალ ექსტრაქტს, 25 მგ ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალ ექსტრაქტს და 40 მგ  ლეციტინს (Lecithin).

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

მონმორსი Hepa Formula მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.

ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედების ჰეპატოპროტექტორი, რომელიც ახდენს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაციას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.

მონმორსი Hepa Formula-ს ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: 

ფლავონოიდი სილიბინინი, რომელსაც შეიცავს ბაყაყურას ექსტრაქტი, ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციებისას ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების შეღწევას; იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას.

ალკალოიდი ხელიდონინი, რომელიც წარმოადგენს ქრისტესისხლას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედებით. თავისუფალი რადიკალების მიერთებით ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; ხელს უწყობს ჰეპატოციტების აღდგენის პროცესს.

ყვითელი კოჭას აქტიური ნივთიერება კურკუმინი - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა; ამცირებს ღვიძლის ინტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და ნაღვლის გამოყოფას. აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ. 

ლეციტინი წარმოადგენს შეუცვლელი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ღვიძლის უჯრედების მემბრანების რეგენერაციის, ბიოლოგიური სტრუქტურის სტაბილიზაციისა და წარმოქმნისათვის. ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებისას ლეციტინი ამცირებს ლიმფოციტების ციტოტოქსიურ მოქმედებას და ჰეპატოციტების ნეკროზს; არეგულირებს ცილებისა და ცხიმების ცვლას, იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, აღადგენს ლიმფოციტების და მაკროფაგების დამცველობით ფუნქციას. 

ჩვენება

პროფილაქტიკური, დამცავი და სამკურნალო საშუალება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს:

- ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;

- ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;

- ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;

- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;

- ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ.

უკუჩვენება 

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით ინიშნება სიყვითლის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების ნიშნები აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. 

დოზირება და მიღების წესი

პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ინიშნება მონმორსი Hepa Formula - ს 1 კაფსულა სამჯერ დღეში. მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადების დროს - 2 კაფსულა სამჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ მკურნალობა გრძელდება თერაპიული დოზით (1 კაფსულა სამჯერ დღეში) 1-3 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 1-3 თვის ინტერვალით.

კაფსულები მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს. 

ვარგისობა და შენახვისპ ირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

90 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია