ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა (NO-SPA)

დაუპატენტებელი საერთაშორისო სახელწოდება: დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოხინოლინ ჰიდროქლორიდი.
სამკურნალო ფორმა: 2 და 4 მგ-იანი საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40,0 მგ/2მლ (ნო-შპა, საინექციო ხსნარი)
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 80,0 მგ/4მლ (ნო-შპა ფორტე, საინექციო ხსნარი)
დამხმარე ნივთიერება: მეტაბისულფიტის  ნატრიუმი, 96%-იანი ეთანოლი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

ნო-შპა მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით.
ნო-შპა ფორტე მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 4 მლ მოცულობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისება:
დროტავერინი-იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერი მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო  იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

გლუვი კუნთის სპაზმთან  დაკავშირებული ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაკტიკა და მკურნალობა, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის  დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოსახსნელად და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიული არტერიული სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირებისათვის შეჰყავთ 40-80 მილიგრამი ვენაში ნელ-ნელა.
ნო-შპის შეყვანის დროს ავადმყოფი უნდა იწვეს!
მშობიარობის დროს ფაზის შემცირებისათვის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისათვის შეჰყავთ 40 მგ კუნთში. აუცილებლობისას შესაძლებელია ამ დოზის ხელმეორედ შეყვანა.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა: ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის პარენტერალური, განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და სხვა საქმიანობისაგან, რომელიც ითხოვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაქციათა სიჩქარეს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:

ნო-შპა: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (2 მლ) ყუთში.
ნო-შპა ფორტე: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (4 მლ) ყუთში

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (5-25°C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია