ნატრიუმის ქლორიდი

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო დასახელება:
sodium chloride

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები
: გამჭვირვალე, უფერო, სტერილური აპიროგენული ხსნარი მომლაშო გემოთი; იონური შემადგენლობა, მმოლ/ლ: Na+ - 154, CL¯ - 154. თეორიული ოსმოლარობა – 308 მოსმ/ლ;

შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,009 გ-ს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ელექტროლიტური ბალანსის მარეგულირებელი საშუალება. კოდი ATC B05XB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს. სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვოვანი სისტემიდან. სისხლძარღვებში პრეპარატი ხანმოკლე დროის განმავლობაში რჩება და სწრაფად გადადის ინტერსტიციულ სექტორსა და უჯრედშიდა გარემოში. 1 საათის შემდეგ სისხლძარღვებში შეყვანილი ხსნარის მხოლოდ ნახევარი რჩება.

ჩვენებები: სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება. გამოიყენება ჭრილობების, თვალების და ლორწოვანი გარსების გამოსარეცხად.

გამოყენების მეთოდები და დოზები: გამოიყენება ვენაში, კუნთში, კანქვეშ, ძირითადი სამკურნალო საშუალების შეყვანის მეთოდის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები: ძირითადი სამკურნალო საშუალებისა და გამხსნელის შეუთავსებლობა.

ჭარბი დოზირება. ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყენების თავისებურებანი: სამკურნალო საშუალების გახსნამდე უნდა შემოწმდეს შესაძლებელია თუ არა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენება არსებული სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.  პრეპარატი შეთავსებადია სამკურნალო საშუელებების უმეტესობასთან, ამიტომ ის სხვადასხვა სამკურნალო საშუალების გამხსნელად გამოიყენება. კორტიკოსტეროიდებთან ან კორტიკოტროპინთან ერთდროული დანიშვნა სისხლში ელექტროლიტების დონის მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 5 მლ ან 10 მლ ამპულებში N10.

მწარმოებელი. ს/ს “გალიჩფარმა”.
მისამართი.  უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6-8.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია