ვიკასოლი - დარნიცა

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Menadioni natrii bisulfas;
2,-3-დიჰიდრო-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი-2-სულფონატი ნატრიუმის;
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ხსნარი ოდნავ მოყვითალო შეფერილობით;
შემცველობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.01გ ნატრიუმის მენადიონის ბისულფატს.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადის მჯავას ხსნარი 0.1 M, ნატრიუმის პიროსულფიტი, საინექციო ხსნარი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი K და სხვა ჰემოსტატიკური საშუალებები.
ATC B02B A02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი წარმოადგენს წყალში ხსნადი ვიტამინის K სინთეტიკურ ანალოგს და განიხილება როგორც ვიტამინი K3 (მენადიონი). ჰემოსტატიკური საშუალება. ეპოქსიდის ფორმით ააქტიურებს სპეციფიურ კარბოქსილაზას, უზრუნველყოფს გლუტამინის მჟავას ნარჩენების კარბოქსილირებას ცილების სტრუქტურაში, რითიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს (II, VII, IX, X).
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის მოქმედება ვლინდება 12 საათში ორგანიზმში შეყვანიდან. პლაზმის ცილებთან კავშირს გააჩნია უკუქცევადი ხასიათი. ვიკასოლი გროვდება ძირითადად ღვიძლში, ელენთაში, მიოკარდში. ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინად K2 (2-მეთილ-3-ფარნეზილგერანილი). ყველაზე ინტენსიურად ეს გარდაქმნები ხდება მიოკარდსა და ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში – უფრო სუსტად.
ვიტამინის K მეტაბოლიტები (მონოსულფატი, ფოსფატი და დიგლუკორონიდ-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი) გამოუყოფა შარდთან ერთად (შეყვანილი დოზის 70%-მდე).
გამოყენების ჩვენებები. ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება ჰიპოპროთომბინემიით გამოწვეული  სისხლდენებისას, განპირობებული სიყვითლეებით (ნაღვლის წვენის ნაწლავში მიწოდების დაგვიანება), მწვავე ჰეპატიტებით, ასევე კაპილარული და პარენქიმატოზური სისხლდენების, ქირურგიული ჩარევებისა და ჭრილობების, წყლულოვანი სისხლდენების, მწვავე სხივური დაავადებების გამოხატული სიმპტომების, ცხვირისა და ჰემოროიდალური სისხლდენების დროს. პრეპარატი ინიშნება პროფილაქტიკისატვის ორსულობის ბოლო თვეს ახალშობილებში სისხლდენების ასარიდებლად, ასევე ფემორაგიული მოვლენებისას დღენაკლულ ბავშვებში, საშვილოსნოს წინაკლიმაქტერიული და იუვენილური სისხლდენების, სპონტანური სისხლდენის ავადმყოფთა ოპერაციული ჩარევებისათვის მომზადების, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის საშიშროების, ფილტვებიდან სისხლდენების (ფილტვების ტუბერკულოზი), სეპტიკური დაავადებების ფონზე ჰემორაგიული მოვლენების დროს. ვიკასოლის დანიშვნისათვის ჩვენებებს წარმოადგენს სისხლდენები და ჰიპოპროთრომბინემიები, განპირობებული არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზით.

გამოყენების წესი და დოზები:
ვიკასოლი-დარნიცა ი/კ შეიყვანება. ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.01გ-0.015გ (1მლ-1.5მლ). უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი 0.015გ, დღე-ღამის 0.03გ.
უფროსებში ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კეთდება 4 დღიანი შესვენება. შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი მეორდება. დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 შეყვანად. ოპერაციის წინ, რომელსაც შეიძლება ახლდეს გამოხატული პარენქიმატოზური სისხლდენა, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე ოპერაციამდე.
პრეპარატის დღე-ღამის დოზა ახალშობილებში 0.2-0.5მლ 1% ხსნარი. როგორც წესი საკმარისისა ერთი შეყვანა, მაგრამ მძიმე ჰემორაგიების დროს იგი ამავე დოზით შეიყვანება 2-3 დღე (თითო ინექცია დღეში).
ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზები ბავშვთა სხვა ასაკის ჯგუფებისათვის: ერთ წლამდე – 0.002-0.005გ (0.2-0.5მლ), 1-2 წლის – 0.006გ (0.6მლ), 3-4 წლის ასაკში – 0.008გ (0.8მლ), 5-9 წლის – 0.01გ (1მლ), 10-14 წლის – 0.015გ (1.5მლ). მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 დღეს. საჭიროების შემთხვევაში 4-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰემოლიტიკური ანემია, თრომბოემბოლია.

უკუჩვენებები:
სისხლის ძლიერი შედედება, თრომბოემბოლიები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადაება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ვიკასოლი-დარნიცა ამცირებს და ბლოკავს ნეოდიკუმარინის, ფენილინისა და სხვა ანტიკოაგულანტების (ვიტამინის K ანტაგონისტების) მოქმედებას.

ჭარბი დოზა
: იშვიათად – ჰიპერვიტამინოზი K, გამოხატული ჰიპერპროთრომბინ- და ჰიპერთრომბინემიით, ჰიპერბილირუბინემიით, სისხლის ძლიერი შედედებით, თრომბოემბოლიით. მკურნალობა სიმპტომატური.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
ოპერაციების წინ, რომლებსაც ახლავს გამოხატული პარენქიმატოზური  სისხლდენები, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე მის ჩატარებამდე. ჰემოფილისა და ვერლგოფის დაავადებისას პრეპარატი არაეფექტურია.
ვიკასოლი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის ვადა და პირობები
: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 5-8°C.

ვარგისიანობის ვადა
– 2 წელი.

გაცემის წესი:
რეცეფტით.

შეფუთვა:
1 მლ 1% ხსნარი ამპულებში; 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: დახურული სააქციო საზოგადოება ფარმაცევტული ფირმა ’’დარნიცა”
მისამართი: 02093 უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია