რეკრეოლი 50 მგ/გ მალამო 

Dexpanthenolum

 

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს  თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

  1. შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  2. დამატებითი კითხვების წარმოქმნის ან რჩევის აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
  3. თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
  4. თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს რეკრეოლი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  1. რას წარმოადგენს რეკრეოლი და რისთვის გამოიყენება იგი

მალამო რეკრეოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს მიუკუთვნება. ორგანიზმის ქსოვილებში დექსპანთენოლი პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება. პანთოტენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

მალამო რეკრეოლი გამოიყენება:

  1. კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა და კანის ნახეთქები, კანის დაჟეჟილობები და ნაკაწრები), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.
  1. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რეკრეოლი შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია დექსპანთენოლის ან  ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);
  • არ გამოიყენოთ მალამო ჭრილობებზე, თუ თქვენ გაქვთ ჰემოფილია, სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

სიფრთხილე გამოყენების დროს და განსაკუთრებული მითითებანი

მალამო რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის გაჩენის შემთხვევაში.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალებში.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და რეკრეოლი

შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეგეძლოთ გამოგეყენებინათ. 

არ არსებობს მტკიცებულება მალამო რეკრეოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

მალამო რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფარტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

მალამო რეკრეოლი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

მალამო რეკრეოლი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს

ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციის გამოწვევა (მაგალითად, დერმატიტი).

  1. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ არ არის სხვა მითითება, დექსპანთენოლი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული (65 წელზე ზევით ასაკის)  პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება.

დექსპანთენოლის გამოყენება ბავშვებში ნებადართულია.

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ მალამო რეკრეოლის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს): ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის სიწითლე, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გაღიზიანება, კანის წყლულები.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ  შეატყობინოთ სამკურნალწამლო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.ტელ .: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428.     

ვებ-საიტი: www.zva.gov.lv

გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  მეტი ინფორმაციის შეგროვებას  სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  1. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

ინახება არა უმეტეს   25 °С ტემპერატურის პირობებში.

ინახება უხილავ  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც  აღარ გესაჭიროებათ, ეს ზომები დაგვეხმარება  გარემოს დაცვაში.

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მალამო რეკრეოლი

  • აქტიური ნივთიერება დექსპანთენოლი. 1გ მალამო  შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.
  • სხვა კომპონენტები: სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი, პროტეგინი XN (თხევადი პარაფინი, პეტროლატუმი, ოზოკერიტი, გლიცერილ ოლეატი, ლანოლინის სპირტი), გასუფთავებული ნუშის ზეთი, თეთრი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი, გასუფთავებული წყალი.

მალამო რეკრეოლის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

სპეციფიური სუნის მქონე,  მოყვითალო ფერის ჰომოგენური მასა.

30გ ან 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი დალუქულია ალუმინის მემბრანით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV‑1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: grindeks@grindeks.lv

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია