ვარიქსინალი 75მლ გელი

შემადგენლობა: ცხენისწაბლა - Horse chestnut-(Aesculus hippocastanum), აზიური centela-Gotu kola extract-(Centella asiatica), მოცვის ექსტრაქტი - Vaccinium Myrtillus (Bilberry) extract.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ცხენისწაბლა-შეიცავს გლიკოზიდებს, ფლავონოიდებსა და კატექინებს, რომლებიც შერჩევითად ამცირებენ ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში, ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას-აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს. მოცვი-მდიდარია ანტოციანიდინებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებია, იცავს არტერიებსა და ვენებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. ასტაბილიზებს უჯრედშიდა ფოსფოლიპიდებს, ასტიმულირებს კოლაგენისა და მუკოპოლისაქარიდების სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლძარღვის კედლის მთლიანობას. ანტოციანიდინები ხელს უშლიან თრომბოციტების ადჰეზია-აგრეგაციას ენდოთელიუმის ზედაპირზე. აზიური ცენტელა  აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. იცავს კანს ტროფიკული წყლულის განვითარებისგან. ხელს უშლის მიკრობთა მემბრანის შესუსტებას, რაც აადვილებს მათ განადგურებას. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ვენურ მოცულობას ქვედა კიდურებში, ვენულებისა და სისხლძარღვების კუნთების ტონუსის გაზრდის გზით. აქვს ვენოტონური, ანგიოპროტექტორული მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ დრენაჟს. ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას. აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. აქვს ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. უზრუნველყოფს სისხლძარღვის კედლის მთლიანობას. ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას.ვარიქსინალი გელი ვარიქსინალი ტაბლეტთან კომბინაციაში გამოყენებისას აძლიერებს მის ეფექტს, ამცირებს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. 


ჩვენებები:
 *ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა *სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები *ბუასილი ,ბუასილის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა ,ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკა ,ბუასილის პროფილაქტიკა შეკრულობის დროს (ორსულებში) *ვენური უკმარისობა ორსულებში  *პოსტოპერაციული შეშუპება *შეშუპება მასტექტომიის შემდგომ  *ჰორმონებით გამოწვეული ფლებოპათია 


უკუჩვენება:
 ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
 პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. 


დოზირება და მიღების წესი
: შეიზილეთ გელი დაზიანებულ არეში ქვევიდან ზევით, დღეში 1-2-ჯერ.

გამოშვების ფორმა:
 გელი 75 მლ ტუბში, საკვები დანამატი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია